RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 53
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 »

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1025 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (1)

ჯონ აპდაიკი 1932 – 2009 (John Hoyer Updike (March 18, 1932 – January 27, 2009), ამერიკელი რომანისტი, პოეტი, ნოველისტი, ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი.
თარგმანები | ნანახია: 698 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-20 | კომენტარი (0)

 
 
წიგნები | ნანახია: 952 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (1)

პატიოსნება, სიურპრიზი და კიდევ ათასი უბედურება 
ზოგადი სტატიები | ნანახია: 911 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (2)

წიგნები | ნანახია: 1075 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)

"ერთხელ ქუთაისის მილიციაში” ჯემალ თოფურიძის ერთ-ერთი პირველი მოთხრობათაგანია. ვინაიდან ეს მოთხრობა ნამდვილ ამბავს ასასხავდა და მისი პერსონაჟები კონკრეტული პირები იყვნენ, ჯემალი მის დაბეჭდვას ერიდებოდა. ამას გარდა, დარწმუნებული იყო, რომ მოთხრობას ასეთი სახით მაინც არ დაუბეჭდავდნენ. ამბობდა, ათი წლის მერე, თუ ამ ამბავმა აქტუალობა არ დაკარგა, ვიფიქრებ მის გამოქვეყნებაზეო. 

ათი წელიც გავიდა ჯემალის გარდაცვალებიდან და ოცდაექვსიც. არცერთ წიგნში ეს მოთხრობა არ შემიტანია. ახალ გამოცემაზე მუშაობისას, კვლავ გადავიკითხე და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა იგი ბევრად უფრო მძაფრი და აქტუალური მომეჩვენა, ვიდრე მაშინ, როცა დაიწერა. ამბავი, რომელიც მოთხრობაშია აღწერილი, დღეს იმდენად ტიპურია, რომ დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ პროტოტიპებს პერსონაჟებთან თავის გაიგივება აღარ მოუწევთ, რადგან როგორც მაშინ, საქართველო დღესაც ერთი დიდი მილიციაა მთელი თავისი "სიკეთეებით”. არც თხრობის სტილია მოძველებული, იგი სრულად გამოსახავს იმ უსაზღვრო ცინიზმს, აღვირახსნილობას და ძალადობას, რომელიც მოთხრობაშია აღწერილი.

განა რა არის 26 წელი მწერლობის ისტორიისთვის? არც არაფერი. მაგრამ, 26 წლის წინ დღემდე საქართველომ ხომ მართლაც ეპოქალური ძვრები გადაიტანა, და თუ გარდასული წლებში ნაამბობი ამბავი ვინმეს ერთ ნერვს მაინც შეუტოკებს, ეს მწერლის სიკვდილზე ღირსეული გამარჯვებაა. სამწუხარო არის ის, რომ ჭაობიდან თავის დაღწევის ის პატარა იმედი, რომელიც მწერალმა მოთხრობის ფინალში დალეული სანელივით დაგვიტოვა, იმედად დარჩა და დიდი სინათლე ვერც ამ ახალ ათასწლეულში ნახა. ისევ ბჟუტავს სანთელი პატიოსანი, კეთილი ადამიანების სარკმელში და მის გარეთ რა ხდება, მარტო ეშმაკმა უწყის.

 ჯემალს ბედმა შემოქმედებითი დაღვინება არ აცალა, თუმცა პოპულარობა მას პირველივე მოთხრობებმა მოუხვეჭეს. იგი უჩვეულოდ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი იყო, არასოდეს გაუცხადებია ხმამაღლა, როგორ უყვარდა და ტკიოდა თავისი სამშობლო. ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ამოვიკითხე მისი გაცრეცილი უბის წიგნაკიდან: "საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, ოღონდ ეზოს ბეტონიან ნაწილს კი არა, იმ პატარა გადარჩენილ მიწას, კედელსა და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე...” ჯემალი სწორედ ის ვიღაც მებაღე იყო, რომელიც ასფალტსა და კედელს შორის დაჟინებით რგავდა ცოტაოდენ მწვანეს”. 

 მანანა დუმბაძე


წიგნები | ნანახია: 944 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-07 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძეს ბედმა შემოქმედებითი დაღვინება არ აცალა, თუმცა, აღიარება და პოპულარობა მას პირველივე მოთხრობებმა მოუხვეჭეს. ჯემალი იყო უჩვეულოდ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი, მას არასოდეს გაუცხადებია ხმამაღლა, როგორ უყვარდა და ტკიოდა თავისი სამშობლო. ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ამოიკითხეს ოჯახის წევრებმა მისი გაცრეცილი უბის წიგნაკიდან: “საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, ოღონდ ეზოს ბეტონიან ნაწილს კი არა, იმ პატარა გადარჩენილ მიწას, კედელსა და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე...”

2008 წლის, 31 დეკემბერს ჯემალ თოფურიძეს 60 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა 1978 წლის ის საბედისწერო 22 აპრილის წვიმიანი ღამე, როცა მეგობრის დაბადების დღეზე მიმავალს მანქანა დაეჯახა.

გარდაცვალებამდე სულ ათიოდე პატარა მოთხრობა და ესსე ჰქონდა გამოქვეყნებული ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა იმ პირველივე მოთხრობებით, სიცოცხლეშივე შეძლო საკუთარი, განსაკუთრებული ხელწერის შექმნა და ერთი გამორჩეული ადგილის დამკვიდრება 70-იანი წლების ქართული მწერლობაში.

რამდენიმე მოთხრობა საწერ მაგიდაზე დარჩა დაუმთავრებელი, ერთი-ორი _ უჯრაში ჩაკეტილი და გადამალული. ჯემალის პირველი წიგნი 1979 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები და “ცისკარში” დასაბეჭდად მიტანილი მოთხრობა “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” შევიდა. მალე ეს წიგნი რუსულ ენაზეც გამოვიდა. იმავე წელს, “დიოსკურიას” მწერალთა კავშირის წლის საუკეთესო მოთხრობის პრემია მიენიჭა.

1994 წელს გამომცემლობა “საქართველომ” ჯემალ თოფურიძის მოთხრობების მეორე კრებული გამოსცა. 2003 წელს კი, გამომცემლობა “მერანმა” გამოუშვა ჯემალ თოფურიძის ნაწარმოებთა სრული კრებული “გამოუსწორებელი”, რომელშიც ძველ 11 მოთხრობასთან ერთად 8 გამოუქვეყნებელი მოთხრობაც შევიდა.

ბოლო, 2008 წლის გამოცემა, ეგრეთ წოდებული “ჯიბის წიგნი”, არის ჯემალ თოფურიძის მეუღლის, მანანა დუმბაძის საჩუქარი გარდაცვლილი ახალგაზრდა მწერლის მკითხველისათვის და მათთვის, ვისაც ჯემალ თოფურიძის შემოქმედებით სიამოვნება ჯერ კიდევ წინა აქვს.

წიგნები | ნანახია: 680 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

წიგნები | ნანახია: 1123 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

გიუნტერ შტაინი

ნაწყვეტი ნარკვევიდან "მე ვიცნობ საქართველოს”

თარგმნა მანანა დუმბაძემ

 

თარგმანები | ნანახია: 1941 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-02-09 | კომენტარი (0)