RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 53
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 »

წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გურამ გვერწითელმა1983 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც გამომცემლობა "მერანმა" რუსულად გამოსცა წიგნი "დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია". თავად მიხვდებით, რომ ეს მეტად ემოციური წერილი ჩვენს კომენტარს აღარ საჭიროებს. ამიტომ ოდნავი შემოკლებით და სტილის დაცვით გთავაზობთ მას.

მეორე წერილი კი, ორი წლის შემდეგ, მიიღო ჟემალ თოფურიძის მეუღლემ მანანა დუმბაძემ

ზოგადი სტატიები | ნანახია: 753 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-21 | კომენტარი (0)


გია არგანაშვილი მანანა დუმბაძეს:

ჩემთვის ჯემალ თოფურიძე 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალია. ქალბატონო მანანა, თუ დაგაინტერესებთ, გადახედეთ ამ წერილს. ამ 4-5 წლის უკან არის დაწერილი.



ზოგადი სტატიები | ნანახია: 1927 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-19 | კომენტარი (1)

ოთხი უსათაურო ლექსი გაყვითლებული უბის წიგნაკიდან
1976წელი

ტყავისყდიანი ყვითელი ბლოკნოტი. გაცრეცილ, ვარდისფერ ფურცლებზე ჩაწერილი ოთხი ლექსი (მეხუთეს დიდი ნაფლეთი ამოგლეჯილია) _ 1976 წელი.
ჯემალ თოფურიძემ თავისი პირველი მოთხრობაც, “ლექსო”, შუა სამოციან წლებში (1975) გამოაქვეყნა ჟურნალ “ცისკარში”. პირველი წიგნი “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1979 წელს გამოვიდა. ჯემალ თოფურიძის მთელი შემოქმედება სულ ცხრამეტი მოთხრობისგან და რამდენიმე ჟურნალისტური სტატიისაგან შედგება. ლექსები მის არქივში არავის უნახავს .

ვფიქრობ, იგი დედამისმა, გუგული დიასამიძემ, თავისთვის შეინახა და სიცოცხლის ბოლომდე ჩანთით ატარა. მერე იქ დარჩა, სადაც გარდაიცვალა _ თავის დასთან, ტუსა დიასამიძესთან. შარშან, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ქალბატონმა ტუსამ ეს ბლოკნოტი მისი ძმის და ჯემალის უსაყვარლესი ბიძის, ნიაზ დიასამიძის ვაჟს თემურს გადაულოცა. თემურმა კი სულ ახლახან მე გადმომცა.
ასე გავიგე, რომ ჯემოს თურმე ლექსიც დაუწერია _ ოთხი ლექსი (მეხუთე ეტყობა თავად ამოხია ბლოკნოტიდან). ჯემალის ხელით ჩაწერილი ლექსი პირველად რომ დავინახე, გავოგნდი, მართლა მისია მეთქი, წამით ისიც კი გავიფიქრე, მაგრამ პირველივე სტროფიდან ვიცანი ჯემოს ხასიათი, მისი ფრაზა, მზერა, მისი სევდა და ჩუმი, ირონიანარევი იუმორი. მომეჩვენა, რომ ეს ლექსად დაწერილი მისი ძველი, დაკარგული ოთხი მოთხრობაა, რომლებმაც ოცდაცამეტწლიანი შორეული მოგზაურობის შემდეგ როგორც იქნა მიაღწიეს საკუთარ ნავსაყუდლამდე.

მანანა დუმბაძე
2010

ზოგადი სტატიები | ნანახია: 701 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-19 | კომენტარი (0)

Poems from Georgia

Translated by Manana Dumbadze

თარგმანები | ნანახია: 1937 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-17 | კომენტარი (0)

ამ დღიურის წარმოება, როგორც ვატყობ, და ფაქტიცაა, 1998 წლის 27 აპრილიდან დამიწყია. ეს არის პერიოდი (მარტი-ივლისი), როცა საერთაშორისო ფონდ "აირექსის” (IREX) სამეცნიერო გრანტით მისურის შტატის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სამთვიან საკვალიფიკაციო კურსს გავდიოდი საგაზეთო ბიზნესში. დღიურის წერა სავალდებული დავალება იყო, რომელიც შემდეგ უფრო ოფიციალური და ვრცელი ფორმით ინგლისურ ენაზე ჩავაბარე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას და "აირექსის” სათაო ოფისს საბოლოო ანგარიშის სახით. რაც შეეხება წინამდებარე ჩანაწერებს, ისინი ჩემთვის დავიტოვე, ყოველი შემთხვევისათვის, ეგებ რამეში გამომადგესმეთი. ეტყობა მაშინ, საყოველთაო არეულიბის დროს საქართველოში, სადღაც მიმეკარგა და ახლა სრულიად შემთხვევით, ჩემს კომპიუტერულ აქივში მასალების გადახალისება გადაწყობის დროს წავაწყდი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩანაწერები 12 განვლილი წლის შემდეგაც ერთობ პრაქტიკული და ინფორმატიული მომეჩვენა. მართალია, ის რაც ამერიკული პრესის სინამდვილიდან მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში ჩემს აღფრთოვანებას და გაკვირვებას იწვევდა, ახლა საქართველოშიც ასე თუ ისე დანერგილი და ფეხმოკიდებულია, თუმცა, ბევრი რამ კვლავაც სიახლედ, სასარგებლო მაგალითად და გასათვალისწინებელ ფაქტორად მიმაჩნია. ამ ჩანაწერებში არაა ასახული ჩემი ვიზიტი კალიფორნიის ცნობილ მედია ჰოლდინგში და საგაზეთო ქსელ "ბიზნეს ჯორნალში”, ასევე, კომპიუტერულ სასწაულში _ "სილიკონ ველიში” და სხვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემი სტიპენდიის დრო იწურებოდა და წერა პირდაპირ ინგლისურად გავაგრძელე, ამ დღიურს კი აღარ მივბრუნებივარ.

ჰოდა, თუ ჩემი ამერიკული გაუშალაშინებელი დღიური ოდნავ მაინც დააინტერესებს მკითხველს, ხოლო პრესის მუშაკებს კი თითო-ოროლა საინტერესო იდეას მაინც მიაწვდის, ჩავთვალოთ, რომ ტყუილად არ დავმშრალვარ მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სლოლაში ("მისური ჯეი სქულ” _ ასე ეძახის მას მოფერებით ამერიკის მთელი მედია და ერთხმად აღიარებს ამერიკული ჟურნალისტიკის აკვნად) და ჩემთვის და ქართული საგაზეთო სივრცისთვის რაღაც სასარგებლი მაინც გამომიყოლებია იქიდან.

ჩემი სტატიები | ნანახია: 1052 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-16 | კომენტარი (1)

ჟურნალი "XX საუკუნე" პირადად მე იმ სათნოების სახლს მაგონებს, რომელიც ზღაპრული ქოხივით სწორედ მაშინ ამოიზარდა დამეწყრილი ნიადაგიდან, როცა ყველაფერ უბედურებასთან ერთად ჯერ სტიქიამ, და შემდეგ ადამიანთა ავბედითმა გულგრილობამ მიწასთან გაასწორა ჩვენი საუკუნოვანი ქვიტკირის კოშკები და სასახლეები.
ჩემი სტატიები | ნანახია: 3279 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ოთარ ჭილაძე: "პოეტის მიერ თარგმნილი ნაწარმოები უფრო მას ეკუთვნის, ვიდრე კანონიერ ავტორს” 

თუ "ჰიავათას სიმღერას” კიდევ უწერია ქართულად თარგმნა, და მომავალი მთარგმნელი ინგლისური ენის ცოდნის, ასევე, მთარგმნელობითი თეორიისა და პრაქტიკის ყველა საჭირო ინსტრუმენტის ოსტატურად გამოყენების უნარის გარდა მაღალი პოეტური ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული, მაშინ შეიძლება ნამდვილად მივიღოთ ოთარ ჭილაძის თარგმანის დონის არა ორიგინალური ქართული ქმნილება, არამედ ლონგფელოუს "ინდიელების ედას” კლასიკური ქართული ორეული. ასეთი მაგალითები ქართულ მთარგმნელობით ისტორიაში მრავლად არა, მაგრამ თითო-ოროლა მაინც მოგვეპოვება.

ჩემი სტატიები | ნანახია: 2388 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)