RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

ერთხელ ქუთაისის მილიციაში
ჯემალ თოფურიძე

ქუთაისში ვიყავით ჩასულები პრაქტიკაზე. პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში დაგვაბინავეს. ძალიან გავდა ბოსელს. ერთი კვირა იყო გასული დაახლოებით, ბიჭებმა რესტორანში წასვლა რომ გადავწყვიტეთ. სამადლოში დავლიეთ. გვიანი იყო, რომ ვბრუნდებოდით. მე და კიდევ ერთი ნელ-ნელა მივუყვებოდით ქუჩას. იმასთან რატომ შემოვრჩი, ან რატომ მივსეირნობდი, არ ვიცი. რაღაცას მიყვებოდა რომელიღაც „გრუპაზე", რომლის ფირფიტაც ახალი ნაშოვნი ჰქონდა. ძალიან გახარებული იყო. ხომ არიან კრეტინები, ასეთ რამეებზე რომ აფრენენ. მაგალითად, თავიანთი მანქანისთვის ნაშოვნი იტალიური ფარით. ლამაზი იყო ეს ჩემი თანამგზავრი. უფრო სწორედ, გოგოებს მოსწონდათ... ჩემამდე არ დადის, ასეთი მაღალი, გამოყვანილი ტანის მქონე ბიჭების მოწონება.
ო, რა თვითდაჯერებულები არიან ეგ უბედურები ქალების საკითხში (ყოველთვის აქვთ ფული ჯიბეში; კაპიკს ვერ გააგდებინებ და ექნებათ, აბა რა იქნება). ასეთ ტიპებს ყოველთვის კარგად აცვიათ. ყოველთვის, როგორც თვითონ იძახიან, ფორმაშია რიან და ყოველთვის გიჟდებიან ქალები მაგათზე, თვითონ კი აღარ შეუძლიათ. ან შმოტკებზე და პლასტინკებზე აფრენენ, ან იმას შემოგჩივლებენ, რომ აღარ შეუძლიათ, ამდენი ქალები. იმდენ ტყუილს ყვებიან, რომ მერე თვითონ ჯერათ, რომ მართლა ნახმარი ყავთ მთელი თბილისის ლამაზმანები. არადა, ჩვენში რომ დარჩეს, მართლახ შირად გამოსდით, თანაც კარგ გოგოებთან. გამოუვათ თუ არა, ლოგინიდანვე მირბიან, რომ გიამბონ, როგორც თვითონ იძახიან, თავიანთ ახლად აღებულ ციხესიმაგრეზე. თანაც რა ბინძურად ყვებიან, ბოროტად: „ჯერ ხოლი ფიგავხადე... მაგის დედა!.."ვიცი, საშინელი ბოღმით ყვებიან, თითქოს კი არ იცხოვრეს იმათთან, მოკლეს, ჩაქოლეს ქვებით, დაასახიჩრეს, დახვრიტეს. ეს იდიოტკებიკი, მაინც ცხოვრობენ მაგათთან. ხშირად, საკმაოდ ჭკვიანებიც. ვერაფერს გაუგებ ქალებს. მე ვიცნობდი ერთ გოგოს, რომელიც, დაახლოებით ასეთი ნაძირალას საყვარელი იყო. ჩემს კურსზე სწავლობდა. მაგნიტოფონზე მოასმენინა ვიღაც უარესმა ნაძირალამ საყვარლის წვრილად ნაამბობი, როგორ ხტებოდა ლოგინში ის გოგო, დაფეხს რა სიმაღლეზე სწევდა. როგორი ტრუსიკი ეცვა და მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი იყო, კარგი ქალი მაინც ვერ იყო. ზოგჯერ გულსაც ურევდა. თავიჩ ამოიხრჩო იმ გოგომ (და ერთსიტყვიანი წერილი დატოვა მხოლოდ—„მაპატიე"). არა, სულელები არიან ეს გოგოები, რაც არ უნდ აჭკვიანები და კარგები იყვნენ, მაინც ძალიან სულელები არიან.
 ასეთ ტიპებს მე რატომღაც ძალიან ვუყვარდები, ვინმეს სიყვარული თუ კი შეუძლიათ მაგათ. ვუყვარდები კი არა, უბრალოდ, რაღაცნაირად ამეკიდებიან და აღარ მშორდებიან ხოლმე. ალბათ, იმიტომ, რომ რადგან ხმას არ ვიღებ, ჰგონიათ, საშინლად მომწონს მაგათი უაზრო ლაპარაკი ფირფიტებსა და ქალებზე. იმიტომ ვუსმენ, არა, უფრო ისე ვაკეთებ, ვითომ ვუსმენ, რომ მერიდებასავით, ისე გულღიად ყვებიან ამ პლასტინკებზე და რაღაც „გრუპებზე". კიდევ იმიტომ მერიდება, რომ მე არ მიყვარს ისინი, ძალიან არ მიყვარს. იმათგან კი სიყვარულის მსგავს რაღაცას მაინც ვგრძნობ. ჰო, უფრო ამიტომ მერიდება. 
მოკლედ, ასეთ ტიპთან ერთად მოვდიოდი, გაგა ჰქვია. ჩვენს უკან კიდევ ვიღაცეები მოდიოდნენ, სულ უცნობები. მთვრალები იყვნენ ისინიც, ილანძღებოდნენ. უცებ მილიციის მანქანა გაჩერდა, „ჩორნი ვარონკას" რომ ეძახიან, ის და ბევრი ფორმიანი გადმოლაგდა იქიდან.
—ე, ჩაჯექით ახლა! — მიმართა ერთ-ერთმა მთვრალებს. ეტყობა, ყველაზე უფროსი ვინც იყო ჩინით, იმან. არ ვიცი, „პაგონებში" ვერ ვერკვევი.
—რეიზა? — ერთი კი იკითხა ყოველი შემთხვევისთვის ვიღაცამ.
—არ იცი, ვალერია, რეიზა ხო?! — სახელით მიმართა მილიციონერმა იმას.
— ჰე, წევიდეთ, წევიდეთ! — თქვა ახლა სხვამ— რას გვიზამენ იმისთანას, რომ არ უქნიათ ჯერ?!
—რეიზა? — გასცინა მილიციონერმა. — რეიზა და ან მოკლავთ ვინმეს, ან სახში შეუვარდებით და უარესს უზამთ!
უარესში რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი.
ცხვრებივით შევიდნენ მანქანაში. ასე, თავის ნებით მილიციაში წასული ხალხი, არც მენახა. ეტყობა, შეჩვეულები იყვნენ. მერე დავრწმუნდი ამაში.
—ნუღარ იყურები, ისე წამოდი. — ვუთხარი გაგას. გამომყვა. თავს მაინც ატრიალებდა.
—ნუ ატრიალებ ბიჭო თავს!
— ერთი ამათი დედა ვატირე! — ძველბი ჭობის დამტკიცება მოინდომა.
—სად მისეირნობთ თქვენ? — მომესმა უკნიდან ხმა.
—არ გაიხედო! — გავაფრთხილე კიდევ ერთხელ.
—თქვენ გეუბნებიან, თქვენ! — არ მოგვეშვა ხმა.
—ჩვენ? — ვითომ არ ვიცოდი, ვის ეუბნებოდნენ.
— ჰო, ჰო,თქვენ!
გავჩერდით.
—მოდით აქანე! თქვენც წამობრძანდით! თუ, მოსაწვევები გამოგიგზავნოთ?! — ენამახვილობის გუნებაზე მოვიდა „უფროსი".
—არაა მაგენი ჩვენთან! — თავი გამოყო ვიღაცამ მანქანიდან ჩვენს გადასარჩენად.
—არაა მაგი შენი საქმე! —გაჩუმდი ავთოია, თვარა, იცი შენ ჩემი ამბავი! — ყველას იცნობდა უფროსი.
—არა ვართ ჩვენ მაგათ თანერთად!— ვცადე მეც თავის გამართლება.
—მაგას იქინე გავარკვევთ, ვინ ვისთან ხართ და რაფრა ხართ!
—დამიჯერე შალიკიე უფროსო, არაა მაგენი ჩვენთან!
— ჩეიკმინდე ხმა!
—წამოით, თქვენ გელაპარაკებით!
—კი მარა, რატომ? — მოვინდომე სიტუაციაში გარკვევა.
—იქანე გეტყვით!
—წამო დიბიჭო, ვეკაიფოთ. — მითხრა ჩუმად გაგამ.
მე გამახსენდა, რომ გაგას მამა რაღაც, დიდი კაცი იყო თბილისში. ეგ კი არა, სულაც „ემვედეში" მუშაობდა.
—უთხარი ვისი შვილიცა ხარ და აღა რწაგვიყვანენ.— ვუთხარი მე. სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა უფროსამდე.
—პირიქით, იქ ვეტყვი, რომ მიგვიყვანენ. ნახე, როგორი პატივით გამოგვიშვებენ, მაინც მეზარება ფეხით სიარული.
—რაკასოვსკიში ხო არგეშლება, ბიჭო, მამაშენი?!
—შენ არხეინად იყავი!
—უთხარი, გაგა!
—წამოდი!
—არა ვართ ჩვენ არაფერ შუაში, ბატონო!— რადგან გაგამ არ ქნა, ისევ შევეცადე თავის დაღწევა.
—წამოით ახლა, არ მაქვს მე თქვენი დრო! — ძალიან საქმიანად გვითხრა უფროსმა.
მეტი რა გზა გვქონდა, ჩავჯექით.
—ნახავ, რასაც გვიზამენ.— გადავუჩურჩულე გაგას.
—ფეხებს ვერ მოგვჭამენ!
ყველანი ერთად შეგვყარეს სამორიგეოში. ისინი ძალიან შინაურულად იქცეოდნენ, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ. ზოგი ჩამოჯდა, ზოგი კედელს მიეყრდნო, ისე, როგორც საკუთარ სახლში. მივხვდი, რომ მილიციის სამორიგეოს „ზავსეგდატაებთან" მქონდა საქმე, თუმცა, ამას მაშინ მივხვდი, სახელებით რომ დაუწყეს ერთმანეთს ლაპარაკი. ჩვენც კედელთან დავდექით, ოღონდ, მოპირდაპირ ეკედელთან.
—ოხ, ოხ, ოხ, რა სასტავია ბიჭო?! რას დაგამუშავებთ ახლა, ზალიკო უფროსი?! — აღტაცება ვერ დაფარა მორიგემ.
ჩვენს წინ სკამზე კიდევ ერთი მილიციონერი იჯდა თავის მსხვერპლთან ერთად. ისე,
ძნელი გასარჩევი იყო, ვინ ვისი მსხვერპლი იყო. ორმოცი-ორმოცდახუთი წლის ქერათმიან კაცს,
 ახალდ-ახალი ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა. ისეთი გალსტუკი არც მენახა, იმას რომ ეკეთა გაქათქათებულ პერანგზე, ოქროსფერი სამაგრით. სამაგრს შუაში თვალი ჰქონდა, რომელიც ძალიან ბრწყინავდა. ეტყო- ბოდა, არ იყო უბრალო თვალი, და არც სამაგრი იყო მარტო ოქროსფერი. ყურადღებას მიაქცევდი, ისე არხეინად იჯდა, იმათზე უფრო თავისუფლად, 
ვინც ამ დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო. ისიც ეტყობოდა, რომ პირველად იყო აქ, ისე ათვალიერებდა სახურავიდან ჩამოსული წვიმით დასველებულ და გაყვითლებულ კედლებს. ჩვენებურს ნაღდად არ ჰგავდა. არც ჩვენზე ნაკლები ჰქონდა დალეული. ფეხი ფეხზე გადაედო,
გადადებულ ფეხს ზევით-ქვევით აქნევდა და „შირაკა სტრანა მაია რადნაია"- ს ღიღინებდა.
 ყველანი უფროსის მოლოდინში ვიყავით. კარგა დიდხანსაც გვალოდინა. უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ მოსულიყო. სამორიგეოს კარები გაიღო და ოთახში გაწრიპული კაცი შემოვარდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კი არ შემოვიდა, შემოვარდა. თმები აწეწილი ჰქონდა, ჭაღარა გარეოდა. თმების აწეწვაში და შემოვარდნაში ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიული იყო. პალტო ფორმაზე ჰქონდა მოსხმული. იმ პალტოს მოხურვაზეც ეტყობოდა, 
რომ ნერვიული იყო. კიდევ სამი ფორმიანი შემოყვა, ჩასუქებულები, ჯანიანები. გაწრიპულის შემოსვლისთანავე მოშინაურებული ბიჭები კედელს აეკვრნენ, მილიციონერები გაიჯგიმნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არც შეუხედავს, ყველამ ჩესტი აუღო. ორი აზრი არ შეიძლებოდა გაგჩენოდა— მილიციის უფროსი იყო, ანუ, ზალიკო უფროსი.
—რას გიზამთ, რომ იცოდეთ?! თვითონ არ ვიცი, რას გიზამთ!—ვერაფრით ვერ ახსნა სიტყვებით თავისი მომავალი გეგმა.
შიშისაგან ხელის მტევნებში ცივი ოფლი გამომივიდა. გაგას გადავხედე. ძალიან ჩვეულებრივად იდგა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სახე ჰქონდა.
—მოგიყვანეს ხო, მაინც?! არა, აგენი გადამრევენ ბიჯო! — ხმას დაუწია უცებ, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.
—აღარ უნდა დაგადგეთ ბიჭო საშველი? აქანე უნდა იყოთ სულ? დეიწყეთ ბარეღამ მუშაობა ჩემთან, თქვენი დედა ვატირემე!
უფროსმა გაიარ-გამოიარა ოთახში.
—ჩვენთვის მოვდიოდით, პატივცემულო! — ჩუმად თქვა ერთმა და იმისთანა სილა მიიღო,
რომ თვალები დავხუჭე. რომ გავახილე, სისხლს იწმენდდა ძალიან მშვიდად. ტიროდა.
—თქვენთვის მიდიოდით, არა? თქვენთვის! რესტორნიდან გამოხვედით და სახლებში მიდიოდით ყველა, არა?! დედიკოებს რომ არ შეშინებოდათ, ბატკნებივით მეივლიდი თქუჩებს;
ოხ, რას გიზავთ, თვითონ არ ვიცი! — მე მგონი, იმაზე უფრო ბრაზდებოდა ზალიკო უფროსი, რომ არ იცოდა, რა უნდა ექნა.
—და მერე როდის, ბიჭო, როდის მჭრით თავს, ამისთანა სტუმრები რო გვყავს ქალაქში?! ხო იცით, ბიჭო, ვინაა ჩამოსული, არა, ხო იცით ვინაა ჩამოსული?!
ყველას თავი ჰქონდა დახრილი. არ ვიცი, უცოდინარობის თუ ზრდილობის გამო.
—არ იცით, არა?!
—არ ვიცით, პატივცემულო! — გაბედა ერთმა.
—მერაბია, უთხარი! — დაიგმინა ზალიკო უფროსმა. მერაბია გაიჭიმა, პაგონებს მოავლო თვალი და პათეტიკური ხმით მოგვახსენა.
—თლა უფროსი რომაა ჩვენი, იქიდან, — მარჯვენა ხელი ზევით აწია— იმისი სიძე! ჟურნალისტი და საზოგად ომოღვაწე! — .... პატივსაცემი სტუმარი!— დაამთავრა მერაბიამ და ისე შეხედა ზალიკო უფროსს, „ხომ კარგად ვთქვიო" — ეკითხებოდა.
—იქიდან. — ჩურჩულით დააყოლა უფროსმა და ამ დროს ჩვენ დაგვინახა.
—აგენი ვინ არიან?
—აგენი, ზალიკო უფროსო, ამგენთან ერთად მიდიოდნენ— უპასუხა იმან, ჩვენ ვინც წამოგვიყვანა. ოღონდ, ზალიკო უფროსის პასუხისთვის ყური არ დაუგდია.
—აგივინააბიჯო? — ახლა ნაცრისფერკოსტუმიანის „პატრონს" ჰკითხა.
—აგი, ზალიკოუფროსო... — დაიწყო „პატრონმა".
—რატო არ დგას ბიჯო ფეხზე? — შეაწყვეტინა უფროსმა.
—იმისთანა ჯიუტია ზალიკო უფროსო, რაც შემოხვედი, ვეჯიკავები უკნიდან, ადექი-თქვა! რაც მევიყვანე, სულ „შირაკა სტრანა მაია რადნაია"-ს მღერის.
—რუსია?
—არა მგონია, ზალიკო უფროსო, უკრაინელს უფრო ჰგავს. შეიძლება, ბელორუსიც იყოს.— გამოაჩინა გეოგრაფიის ცოდნა „პატრონმა".
—დათვრებოდა სადმე.
—ნამდვილად!
—ვინაა ბიჯო? — რა ვიცი ზალიკოუფროსო, არ მაჩვენა საბუთი არაფრით, შენ უფროსს მოველაპარაკებიო.
მილიციის უფროსმა უცებ ფერიდაკარგა.
—რა ქნა ამან?! — ჰკითხა ცოტა ხანში.
—რა ქნა და კინოთეატრ ქრონიკის წინ, იმ განათებულზე, შუა ქუჩაში ხეს მიაფსა. მივედი და რას შობი-თქვა, ვუთხარი. რაღაც ჩაიბურტყუნა, ან უკრაინულად ან ბელორუსიულად— არ ეშვებოდა
მოძმე რესპუბლიკებს „პატრონი". — გამისავსავა მარცხენა ხელი და არაფრით არ მიმაკარა, სანამ არ მორჩა ფსმას. ჯიუტია ძალიან.
—ჯიუტია ხო, ენვერია?!
—ნამდვილად.
—ხესთან ფსავდა ხო, ენვერია?!
—კი უფროსო და მღეროდა!
დიდხანს იდგა გაფითრებული სახით ზალიკო უფროსი. მერე, ეტყობა, მთელი ძალღონე მოიკრიბა.
—არ მოფსავდა მაგი, შე უბედურო!— უცნაური ხმით თქვა.
—არ მოფსავდა კი არა, მორწყა, თუ რამე ყვავილი იყო ხის გარშემო; კაი ხანია არ ყოფილა წვიმა,
აყვავდება ახლა იქაურობა. —გაეღიმა თავის ნათქვამზე და თავმომწონედ გადმოგვხედა ყველას.
—არ მოფსავდა მაგიმეთქი, შეუბედურო, გეუბნები!
—რავა გეკადრებათ ზალიკო უფროსო?!— გაუკვირდა ენვერიას.
—შტერი ხარბიჯო, შენ?! არა-თქვა, რომ გეუბნები!
—ყველა შავ კუბოში ჩამიწვეს, ზალიკო უფროსო!— უკვე ეტირებოდაპატრონს.
უფროს იფრთხილად მიუახლოვდა ნაცრისფერკოსტუმიანს.
—Ваши документы! Очень попрошу и извиняюсь!
ერთმანეთს გადავხედეთ.
ნაცრისფერკოსტუმიანმა პიჯაკის გულის ჯიბიდან ძალიან წითელი ტყავის წიგნაკი ამოიღო და ორი თითით გაუწოდა წელში მოხრილ მილიციის უფროსს.
Союз Журналистов СССР. ოქროსფრად ეწერა წიგნაკზე.
ზალიკომ მოკრძალებით გახსნა, უაზროდ ამოგვხედა დ აისევ გადაავლო თვალი მერაბიას, და ენვერიას რომ არ მიესწრო, იატაკზე დავარდებოდა.
—წყალი! — დაიძახა ვიღაცამ. წყალი მოიტანეს და სახეში შეასხეს. როგორც იქნა, მოვიდა გონს მილიციის უფროსი, ენვერიას ჩააშტერდა:
—აგია ბიჯო ის! ხომ გითხარი, არ მოფსავდა, შენი დედა ვატირე მე!
სამორიგეო გარინდული იყო.
—Ничего, ничего, —ცოცხლად წამოდგა ნაცრისფერპიჯაკიანი და მილიციის უფროსს ძალიან მეგობრულად მხარზე ხელი მოუცაცუნა.
—Это часто бывает; недаразумение и все!
—Вы не представляете! — ფეხზე წამოხტა უცებუფროსი, რაც იყო, იმის ნახევარი გამხდარიყო—
в каком я в этом, თქვენი ჭირიმე! — ნაცრისფერკოსტუმიანი გასასვლელისკენ მიდიოდა.
— Вы не представляете! — იმეორებდა ერთი და იგივეს მილიციის უფროსიდა „დვარნიაშკა"
ძაღლივით უკან მისდევდა.
— Вы не представляуте, что я с ним буду делать!— უთხრა, კარებთან რომ იყო მისული. ნაცრისფერკოსტუმიანს ზედაც არ შეუხედავს.
—Я каленебзе стану შენი ჭირიმე!—„ვაბანკზე" წავიდა მილიციის უფროსი და ფეხებთან წაუჩოქა.
— Что вы?!—სწრაფად ასწია მსუბუქი მილიციის უფროსი ნაცრისფერკოსტუმიანმა.
—Я с вами!..
— Вы здесь нужны!—მკაცრად უთხრას ტუმარმა.
—Так точно!— იყვირა და ჩესტი აუღო ზალიკომ
— ანზორია, მანქანა!
 სტუმარი გავიდა. 
 პირველად შემეცოდა მილიციელი, თუმცა, ზალიკოუფროსმა მალე მოსპო ეს გრძნობა ჩემში.„დავიღუპე"!— თქვა თავისთვის. 
ის ცოტა ხანს გაოგნებული იდგა კარებთან. მერე, ეტყობა სტუმრის დანაბარები გაახსენდა, —„ Вы здесь нужны"- ო. ამაში მაშინ დავრწმუნდი, კარებთან რომ მივიდა. ისეთი სახე ჰქონდა, პირველივემ, ვინც იქიდგა, კარგად იცოდა, რაც უნდა ექნა.
—თემურია, შე გაუბედურებულო, მაჩვენე ვენები! — ათრთოლებული ხმით უთხრა.
თემურია გაუბედურებულმა ძალიან უხალისოდ აიწია პერანგისსახელოები.
—ოხხხ! — დაიხრიალა მილიციის უფროსმა და მუშტი კბილებში გლიჯა.
—კარგი ახლა, პატივცემულო! — თქვა თემურიამ, რომელმაც ამ წინადადების მერე წინა კბილი გადმოაფურთხა და ძალიან დინჯად მიიდო ცხვირსახოცი.
—ვალერია დაგლახავებულო!— კედელზე აკრულ მწკრივს დაუყვა ყველაფრისგან ერთად გამწარებული უფროსი— გადმოაპირქვავე ჯიბეები!
—შტერი კი არ ვარპატივცემულო, აქანე წამომეღო რამე!
პასუხს სილა მოყვა. უფროსს ყველა პატივისცემით მიმართავდა. ვალერიამ „გადმოაპირქვა ვაჯიბეები" და დაგვარწმუნა, რომ შტერი არ იყო, რის გამოც კიდევ სილით დაჯილდოვდა.
—მეტკინა, პატივცემულო! მორიგის წინასწარმეტყველებას საზღვარი არ ჰქონდა.
—შენ, შე საცოდავო შენ! კიდე ქურდავ დედაშენს ხო? ბიჯო, სხვა მაინც გაქურდე, შე უპატრონო შენ!
დედის გამქურდავმა მუცელში მიიღო ზალიკო უფროსის გამხდარი და ძვლიანი მუშტი.
თვალები ისევ დავხუჭე. გული მერეოდა. ჩვენი რიგი ახლოვდებოდა.
—სვავ არა, კიდო, შე გლახაკო, შუშებს ამტვრევ ხო, კიდო რესტორანში?! ნუგზარამ, ეტყობა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ხელი არც იმას ასცდებოდა და უკმეხად უპასუხა: —სხვათა შორის, ბატონო ზალიკო, ამ ბოლო დროს, ჩემი დედა ნუ მომიკვდება, ორი დიდი შუშა შემომატყდა მხოლოდ! ერთი იქანე, ქუთეისში რომ შემოდიხარ, „ მის დობროი ნადეჟდი"- ს რომ ვუძახით და მეორე, თქვენს სახლის წინ რომ პატარა სასადილოა, იქანე!
—ოსტრობ ხო?
—კი! დაეთანხმა ნუგზარა ლოთი და გაშლილი ხელი დაიმსახურა ყბაში.
—ქრისტეს უთქვამს, თუ არ ვცდები, ზალიკოს ვენაცვალე! —იმავე ხმით გააგრძელა ნუგზარამ; — ვინმემ თუ გაგარტყა სახეში ცალ მხარეს, მეორე შეუშვირეო; — ვერ გადასცა კარგად ქრისტეს დანაბარები მილიციის უფროსს. სამაგიეროდ, სახის მეორემ ხარე მიუშვირა კარგად. ისე კარგად,тრომ ზალიკო უფროსმა შესცინა და ისე გაარტყა.
—ვა იშენს პატრონს უბედურს, რავა დაგბრუციანებია თვალები, ბიჯო, ამისთანა ბრუციანი ნახევარ საათში რაფერ შლი მთელ ჟიგულს, მასწავლო იქნებ?! — გადავიდა შემდეგზე.
ჟიგულის „კონსტრუქტორმა" თავი დახარა.
—შენ გეკითხები მე!
—რა ვიცი!? გამოიჩინა „სკრომნოსტი". იმას, რატომღაც არგაარტყა უფროსმა. მაინც, ქურდი იყო.
—დედა, დედა, ესეც აქანეა ბიჭო?! ო, რა ვაჟკაცი ხარ, შენი ჭირიმე!? რა მოწონთ ამ დაგვაჯულის მაინც ამ ქალებს!? რას შობი ბიჭო, აუპატიურებ კიდო ჩამოსულებს?!
ქალების რისხვა ნუგზარას არ ჩამოუვარდა.
—თქვენ წარმოიდგინეთ, ზალიკო ბიძია, ჩამოსულებს შევეშვი. რაცხა უბედურობა ჩამოაქვთ თურმე თან. ადგილობრივი კადრებითაც მშვენივრად ვკმაყოფილდები.
თვალები წინასწარ დავხუჭე. ისე, რომ ვერ დავინახე, როგორ გაარტყა. კვნესა მომესმა მხოლოდ.
—დაგალპობთ! სულს ამოგხდით! დედას გიტირებთ! — ყვიროდა გაცოფებული უფროსი;
— რავა შემარცხვინეთ დღეს, რავა მომჭერით თავი! შენ, შენ რას გიზავ, იცი?! „პატრონს" მიმართა. — შენ ამათზე უარესს გიზავ შე დებილო, შენ! რა გინდა შენ მილიციაში, ბიჭო?!
რამდენჯერ უნდა გითხრა შე უნამუსო, გეიგე ჯერ, ვინ არის და მერე დეიჭირე-თქვა?!
ჩაყარეთ აგენი სუყველა, ნუგზარა და ეს „ნაშამორი" ვაჟკაცი კარცერში!
ეგენი ვინა რიან, ბიჯო?!
ჩვენი რიგიც დადგა. გაგას შევხედე, იქნებ თქვას რამემეთქი. ჩემზე თეთრი იყო. ვითომ,
არ ესმოდა კითხვა.
—ჩაყარეთ მაგენი-თქვა!—გაიმეორა.
ისინი ჩაყარეს.
—არა, აგენი ვინ არიან?! — ძალიან დაინტერესდა უფროსი და გაუხარდა, ახალი საქმე რომ გაუჩნდა.
—არ არიან მაგენი ჩვენთან ერთად! — თქვა კარებიდან უკვე გასულმა ნუგზარიამ.
—ესენი უფროსო, მაგათ წინ მიდიოდნენ და ყოველი შემთხვევისათვის წამოვიყვანე!
—ჩვენ თბილისელები ვართ.—დავიწყე მე, რაც შემეძლო, ზრდილობიანი ტონით. —აქ პრაქტიკაზე ვართ ჩამოსულები; პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში
ვცხოვრობთ. ამ საღამოს რესტორანში ვიყავით. რომ ვბრუნდებოდით, მაშინ წამოგვიყვანეს;
იმათ ჩვენ არ ვიცნობთ.
—არ იცნობთ? — ძალიან სერიოზულად მკითხა ზალიკო უფროსმა და გაისეირნ- გამოისერნა სამორიგეოში.
—არა, ბატონო!
—სულ არიცნობთ?
—არა, სულ არ ვიცნობთ!
—იქნებ გაგახსენდეთ რომელიმე.
—არა ბატონო, საიდან, წარმოდგენა არა გვაქვს!
—თბილისელები ხართ?
—კი.
—ნამდვილად?
—კი, ნამდვილად თბილისელებივართ, შეგვამოწმეთ თუ გნებავთ!
—ოხ თქვენი თბილისელი დედა ვატირე მე! — დაიღრიალა ზალიკო უფროსმა და ყველა მოლოდინ სგადააჭარბა.
—დაგალპობთ!
—ჩვენ ბატონო...— სიტყვის დამთავრება ვერაფრით ვერ მოვასწარი, საშინელი დარტყმა ვიგრძენი ცხვირში. არც ხელი დამინახავს, დარტყმა ვიგრძენი მხოლოდ და დიდი ბურთულები დავინახე ჩემს წინ; კიდევ, თბილი სითხე როგორ გადმოიღვარა ჩემი ცხვირის ნესტოებიდან ტუჩებზე და ნიკაპზე. თვალები გავახილე. რაღაცას მიყვიროდა ის იდიოტი. არ მესმოდა. „როგორ გავს ავჩარკას"?! — ამეკვიატა ეს სულელური წინადადება ამ გამწარებულზე, „როგორ გავს"?! ეტყობა, რაღაცას მეკითხებოდა. სად მქონდა პასუხის თავი? კიდევ მომხვდა ხელი, ოღონდ ახლა ყურში. ყურმა დაიკივლა. კივილი მეორე ყურსაც გადაეცა. ვხედავდი, როგორ ამოძრავებდა პირს და როგორ ებერებოდა ძარღვები სახეზე. „როგორ გავს"?! — ვფიქრობდი მე.
ერთი კიდევ მომხვდა; კედელს მივარტყი თავი. კიდევ მომხვდა და ახლა რაღაცა რბილს მივარტყი. რომელიღაც მილიციელს, ისე, რომ უფროსს არ დაენახა, ხელი მიუდევს კედლისათვის, ქვისთვის რომ არ მიმერტყა თავი. მერე სულ დაბნელდა გარშემო, გონება დავკარგე და მოვისვენე. რამდენ ხანში მომიყვანეს გონს, არ ვიცი. ერთი იყო, რომ წითელი მაგიდის პირდაპირ, სკამზე ვიჯექი, თავი და ცხვირი საშინლად მტკიოდა, პერანგი სისხლში მქონდა. სულ სველი ვიყავი წყლისაგან. წითელი მაგიდის შუა ადგილას უფროსი იჯდა. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ, ვიღაც ხალხი. ყველას „შტაცკი" ეცვა და ყველა ძალიან გავდა ერთმანეთს. გაგა ჩემს გვერდით იდგა. ფორმიანები აღარ იყვნენ ოთახში.
—როგო რხარ? — მკითხა გაგამ, რომელსაც ხელი არ ჰქონდა დაკარებული. ეტყობა, მისი ჯერი რომ მოვიდა, მაშინ ახსენა მამამისი. დედის შეგინება მინდოდა, დამპალი რომ მეჯდა წინ, მაგრამ იმიტომ არ შევაგინე, ჩემს პასპორტს, სტუდბილეთს და კომკავშირის წიგნაკს ხელში კარტივით ჭრიდა.
—რას მერჩოდი, რატომ მცემე? — ენის ბორძიკით ვკითხე.
—გაჩუმდი, თვარა კიდე მოგხვდება! კაი კიდევ, რომ მამამისის შვილია აგი! მანქანა გელოდებათ და წაით!
ბოღმა მახრჩობდა. ფეხზე წამოვდექი, დავბარბაცდი. გაგა შემეშველა, ხელით მოვიშორე.
—არსადაც არ წავალ!
—არ წახვალ, ხო?!
—არ წავალ! — იქ რა მინდოდა, ახლაც არ ვიცი. იქ არაფერი არ მინდოდა. იმის საწინააღმდეგოდ მინდოდა გამეკეთებინა რამე მხოლოდ. უფროსმა ღილაკს დააჭირა ხელი. ვიღაც შემოვიდა.
—ჩაიყვანე ქვევით! იგი მკვდარი რო გვყავს, ის დააბანიე, გამოფხიზლდება!
—ვერსადაც ვერ ჩამიყვან!
—მშვიდობით გეუბნება ბიძიკო და ნუღარ გააბრაზებ მეტს— მითხრა ერთ-ერთმა.
—ეს მშვიდობაა? —სისხლიან პერანგზე დავიდე ხელი.
—ბიჭო, მილიონი კაცი მოყავთ აქ, რა ვქნა მე?! — უკან იხევდა უფროსი.
გაგას მამამ თავისი გააკეთა. —„დიდი კაცი" უნდა მყავდეს მამა აუცილებლად? — ახლა მე
ვკითხე. ეტყობა, კითხვა იმანაც ჩემს უკან დაწეულ ნაბიჯად მიიღო და მეგობრული ანგლობა სცადა.
—ისე, არ იქნებოდა ცუდი.
—კი მაგრამ, იმ მილიონში ერთს ხო არჩევ და ხო უჩოქებ მუხლებზე?
კოლეგებში ასეთ შეურაცხყოფას არ ელოდა და პატარა ბიჭივით აენთო.
—მტყუანის?!
—იმის მაგივრად, რომ დედა შემეგინებინა, ეგრე-თქო!— მივუგე.
—დაგალპობ, ბიჭო! ამას გავუშვებ და შენ დაგალპობ!— თვალით მაჩვენა გაგაზე და ფეხზე წამოდგა.
„დაგალპობ!"— ეს სიტყვა ძალიან უყვარდა. ალბათ, თავის თავს აგინებდა—ცის სინათლეს მოგანატრებ!
—ფეხებს ვერ მომჭამ!
—იმისთანას გიზავ, ფეხებს თვითონ დაიჭამ! შვიდწლიანზე გაგიშვებ, შე ნაბიჭვარო! — ვიღაცამ თვალით მანიშნა, არ გინდაო.
უფროსი წამოდგა, წყლით სავსე გრაფინი აიღო ხელში.
—ხომ ხედავ ამ გრაფინს, ხომ კარგად ხედავ?! ახლა ამგრაფინს ავიღებ და ჩავირტყავ თავში,
მერე შენი თითების ანაბეჭდებს გადავიტან ამაზე. მერე ეს პატივცემული საზოგადოება დამიმოწმებს, რომ შენ ჩამარტყი. ექსპერტი დაადგენს, რომ მთვრალი ხარ.
—ამას რას უშვები?— ვკითხე გაგაზე.
—მაგი იტყვის, რომ შენზე ადრე გამოუშვეს.
—არ იტყვის!
—მაგი იტყვის.
იმ ნაბიჭვრისაკენ არ გამიხედავს. ხმას არ იღებდა, ტირილი მესმოდა მხოლოდ.
ცრემლები ყელს მტკენდა.
—ვერ ჩაირტყავ!
—ამა თხედავ? — ერთი ხელით თმა გადაიწია თავზე.
სამი იარა ჰქონდა, გულისამრევი.
—ეს ერთი, გრაფინკაა, ორი, რკინისკეტი, სარი. ახლაც ხეხავს იქანა, იგი მუტრუკი!
როგორ მინდოდა მეყვირა, ჩაირტყიმეთქი! მაგრამ ამის მაგივრად, მე მომივიდა ის,
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ვტიროდი. როდესაც ღამე საერთო საცხოვრებელში მარტო ვბრუნდებოდი, მაშინაც ვტიროდი და ვფიქრობდი ათას რაღაცაზე, ვფიქრობდი იმ ბიჭებზე, ძალიან ჩვეულებრივ ამბად რომ მიაჩნდათ ცემა. გაგაზე, იმ მართლა ნაბიჭვარზე, იმ სტუმარზე, ასე არხეინად რომ იქცეოდა. უფროსზე. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უძლებს მიწა ისეთებს, როგორიც გაგა და უფროსია. საერთოდ, როგორ ცხოვრობენ ამქვეყანაზე ჯალათები, როგორ შეუძლიათ ცემონ ან მოკლან, ან ციხეში გაუშვან უდანაშაულო, ან თუნდაც, დამნაშავე კაცი და მერე გემრიელად ისადილონ ცოლ-შვილთან ერთად, თან ისიც დააყოლონ, რომ მძიმე დღე ჰქონდათ. აწუხებთ თუ არა ამ ხალხს,ზოგჯერ მარტო, სულ მარტო რომ რჩებიან თავიანთ თავთან, ჩადენილი ცოდვები, უყვართ თუ არა შვილები. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უძლებს მიწა ამდენ ცოდვას. მთელი გზა თვალწინ მედგა უფროსის მიერ შეთხზული, მაგრამ, ალბათ, სადღაც მაინც უპატრონოდ დაგდებული,
ნახევრად შიშველი მკვდარი. შეგინებული ვიყავი, ნაცემი, შეურაცხყოფილი. თავს საშინლად და ჩაგრულად ვგრძნობდი, მიტოვებულად, მთელი ქვეყნისგან გარიყულად. ძალიან მინდოდა სიკვდილი.
 ბიჭებსეძინათ, რომ მივედი. გათენებამდე ვიწრიალე ლოგინში. მხოლოდ გათენებისას გამახსენდა ნუგზარია, კარებიდან გასულიც რომ იძახდა, მაგენი ჩვენთან არ არიანო! გამახსენდა მილიციელი, ხელი რომ დაუხვედრა ჩემს თავს, ძალიან რომ არ მტკენოდა. გამახსენდა დედა, ბაბუა, ჩემი ვაჟა და ჩემი ირინა. ჩემდაუნებურად გამეღიმა. მერე მალე ჩამეძინა, ძალიან მალე. 


კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-03-07)
ნანახია: 944 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]