RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

წერილები ჯემალ თოფურიძეს!
მადლობა გამოუსწორებელი ენვერ ჩიჯავაძის ავტორს

ღრმად პატივცემულო გურამ!

 მოგეხსენებათ, ყველაზე უბრალო და მითუმეტეს, ზოგადადამიანური ბედნიერების მისაღწევად, კაცს რამდენი სიძნელეებისა და წინააღმდეგობების გადალახვა უწევს. მაგრამ საქმე მხოლოდ სიძნელეებში როდია, საქმე თავად ადამიანებშია. ადამიანი ჭირშიც და ლხინშიც ადამიანად უნდა დარჩეს, არ უნდა დაკარგოს საკუთარი სახე და დაივიწყოს თავისი უპირველესი დანიშნულება. ამის დამტკიცებას ცდილობდა ჯემალ თოფურიძე მთელი თავისი შემოქმედებით და ამასვე მოითხოვდა ჩვენგან. 

ნიჭიერი პროზაიკოსი. თუმცა არა - პოეტური პროზის შემოქმედი. იგი ვერ ეგუებოდა სიყალბესა და გულგრილობას. ჯემალ თოფურის პოეტური პროზა ზედმიწევნით ღრმად წვდება და ზუსტად გამოხატავს იმ ადამიანთა სულს, ვისაც არაფერში გაუმართლა, ვინც სრულიად შიშველი და დაუცველი დგას საყოველთაო შურითა და ღვარძლით გაზულუქებულ "თავისნაირებს" შორის ცხოვრების გზაჯვარედინზე.

სწორედ ასეთი დაუცველი, პატარა ადამიანების თანადგომისათვის უდიდესი მადლობა ჯემალ თოფურიძეს!

მადლობა მის გმირებს იმისათვის, რომ წესად, მართალია, დონ კი ხოტური, მაგრამ პრინციპული, კეთილშობილური, ერთგული, და მიმტევებლური ცხოვრება დაიკანონეს. მადლობა ავტორს და მის გამოუსწორებელ ენვერ ჩიჯავაძეს, სიმამაცისთვის, გამბედაობისთვის, თავისუფლებისთვის და მოწამებრივი ცხოვრებისათვის. იმ ტრაგიკული სიკვდილისთვისაც, რომელიც მისი ხვედრი იყო მხოლოდ.

მე მიხარია, რომ თქვენს ერს ასეთი პოეტები ჰყავს. ჯემალ თოფურიძის გმირები ეროვნებით ქართველები არიან, სულით კი მსოფლიურები, ყველა იმ "პატარა" ბედით დაჩაგრული ადამიანის მოძმენი, რომლებითაც მოფენილია მთელი დედამიწა.

ქართველები მეტად მგრძნობიარე ხალხი ხართ, სამართლიანობის კარგი შემფასებელი, გაჭირვების დროს მეგობრის გვერდშო მდგომი, სხვისი უბედურების გამზიარებელი. ასეთ ქვეყანაში ნიჭიერებაც გამორჩეული და ბრდღვიალაა.

 სწორედ ასეთი ნიჭს ატარებდა ჯემალ თოფურიძე და რარიგ სამწუხაროა, რომ ამ ნიჭმა ბოლომდე გაფურჩქვნა ვერ მოასწრო. ღმერთმა მისი უდროო და ერთის შეხედვით ძალიან უაზრო სიკვდილი გაითამაშა. ჯემალ თოფურიძეს რომ კიდევ ცოტაც ეცხოვრა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწერლად ჩამოყალიბდებოდა. 

ბატონო გურამ, თუ შემთხვევით, ჯემალ თოფურიძის სახელი მის სამშობლოში ჯერ არ არის ჯეროვნად დაფასებული, გთხოვთ თქვენ ითავეთ მისი სახელობის ფონდის დაარსება და მის საფლავზე ქანდაკება დადგით. თუ ასეთი რამ უკვე არსებობს, მაშინ აღმართეთ ძეგლი იმ ქალაქში, სადაც ეს უსაზღვრო ნიჭი, სითბოს, სიკეთისა და თანაზიარობას ასხივებდა.

 არ ვიცი პიველი ვარ თუ უკანასკნელი, მაგრამ მე ამ ფონდში ყოველთვიურად ათი მანეთის გადარიცხვას ვაპირებ. ვიცი, ცოტაა, მაგრამ ძუნწი არ გეგონოთ, უბრალოდ, მეტის საშუალება არა მაქვს, ვცხოვრობ რკინიგზის მეისრის შეგირდის ხელფასზე და თვეში მხოლოდ 60 მანეთს ვშოულობ. ახლახანს მეორედ დავბრუნდი "საოცრებების სამყაროდან". როგორც კი შესაძლებლობა გამიჩნდება, მეტს გამოვაგზავნი. 

 ბატონო გურამ, გთხოვთ შემატყობინოთ, რა მისამართზე გამოვაგზავნო ფული. მერწმუნეთ, ჯემალ თოფურიძე ძეგლად უნდა იქცეს. 

გულწრფელად ვიზიარებ თქვენსა და ქართველების მწუხარებას.

პატივისცემით იური ანტონოვი

ფსკოვი. 25.11. 1983.

ძვირფასო მანანა!

 რა სამწუხაროა, რომ ვერ შეგხვდით. ბორის ძველაძის ქალაქში ვიყავით ჩამოსულები ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა ფორუმზე. 10 ოქტომბრიდან დღემდე თითქმის ყოველდღე ჩამოვდიოდით თბილისში იმ იმედით, რომ როგორმე თქვენი მეუღლის წიგნს ვიშოვნიდით, მაგრამ ამაოდ. დღეს ჩვენი სტუმრობის ბოლო დღეა, გადავწყვიტეთ მოგვეძებნეთ და სახლში მოგადექით, იმისათვის, რომ ეგებ თქვენგან აგვეღო ეს სანუკვარი წიგნი. სამწუხაროდ არც აქ გაგვიმართლა, თუმცა ბებიათქვენმა ჩვენს მიმართ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა. თავს ნებას მივცემ და გიტოვებთ ჩემ მისამართს. მე ვარ მოსკოველი ჟურნალისტი ტატიანა ბელოვა. მოსკოვში ახალგახრდეობა თქვენს მეუღლეს კარგად იცნობს. იგი ძალზე გამორჩეული ნიჭის მწერალია, მისი ყველა ნაწარმოები არაჩვეულებრივი მღელვარებით იკითხება. განცვიფრებას იწვევს მისი საოცრად ღრმა ფსიქოლოგია და რაღაც ენით აუწერელი ტრაგიზმი. მე სხვა ასეთ მწერალს არ ვიცნობ. ბოდიშს გიხდით, მოგონებების აშლისთვის, მაგრამ ცხოვრება ხომ მოგონებაა თავად, ხსოვნა კი _ არდავიწყება. აკადემიკოსმა ჯორჯაძემ გვითხრა, ქართველები თავიანთ გარდაცვლილ გმირებს არ დასტირიან, ისინი მათი სახელებით ამაყობენო. 

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და ვწუხვარ, რომ ვერ შეგხვდით, ვკოცნი თქვენს ვაჟს, ალბათ მამას გავს, არა?

იყავით ბედნიერი
ტატიანა ბელოვა
19 დეკემბერი 1985
თბილისი

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-21)
ნანახია: 751 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]