RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ჩემი დაუსრულებელი ამერიკული დღიური

 
"კოლამბია მისურიანის” (Columbia Missourian)აჩრდილი ვარ!

27 აპრილი. მუშაობა დავიწყე საუნივერსიტეტო გაზეთ "კოლამბია მისურიანში” აჩრდილად. ამას ინგლისურად "შედოუინგ” (Shadow – ჩრდილი) ქვია. ცხრა საათიდან იქა ვარ, ათის ნახევარზე ხვალინდელი გაზეთის დაგეგმვას უნდა დავესწრო. ნახევარი საათთ ადრე გაზეთის მენეჯერი რედაქტორი პედი ჰოდინოტი ექსკურსიას მიტარებს ნიუზრუმში. ექსკურსიას რომ ვამბობ, ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ნიუზრუმი არის უზარმაზარი დარბაზი, სადაც სხვადასხვა ზომის, უფრო მომცრო ოთახებს ერთმანეთისგან შუშაბანდები ჰყოფს. სიჩუმეს თავად თანამშრომლები იცავენ, თორემ აქ ხმაც ერთობ გამტარია და ხედვაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. იქვე ნიუზრუმის და ასევე სარეკლამო განყოფილების კუთხეში, ფანჯარასთან ზის კორესპონდენტი-მეთვალყურე, რომლისთვისაც ნიუზრუმის და სარეკლამო განყოფილების გამჭვირვალეობა პროფესიული მოვალეობაცაა და მოქალაქეობრივიც, თან ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით შუბლზე აწერია.

"კოლუმბია მისურიანი" ქალაქში მეორე დიდ გაზეთად ითვლება. გვერდების რაოდენობა ზუსტად განსაზგვრული არ არის, მაგრამ ძირითადად დიდი ფორმატის თოთხმეტი გვერდია. კვირას და ოთხშაბათს ორი სხვადასხვა გაზეთი გამოდის. ერთი გამომწერთათვის _ დანართებით, რეკლამებით და სხვა დამატებებით (იგი დაახლოებიტ ოტხჯერ მეტია ჩვეულებრივ გაზეთზე) და მეორე _ არაგამომწერთათვის. აქ, ამერიკაში გაზეთის ძირითადი მოტორი და სასიცოცხლო წყარო დიდი ხანია ახალი ამბები და საინტერესო მასალები კი არა, განცხადებები რეკლამა, გავრცელების სამსახური და პროპაგანდის სამსახურია (მაგალითად განათლების სფეროში). რეკლამის მენეჯმენტი და საგაზეთო ბიზნესი მუდამ აქტუალური და განვითარებადი სფეროა. პირველად რეკლამის დაგეგმვას რომ დავეწცარი (ოთხშაბათობით დილის 8 საათზე), იმდენად ცოტა გავიგე, ანუ ინდენად ცოტას მივხვდი, რომ ვითხოვე, კიდევ რამდენიმე ასეთ შეხვადრას დამასწარით-მეთქი.

ნიუზრუმში დაგეგმვას ათის ნახევარზე იწყებენ, დღეში ორჯერ იკრიბებიან და აჯამებენ იმას, სახეზე რა ქონდათ და შუადგემდე რა შემოემატათ. შუადღის შემდეგ გაზეთში იშვიათად თუ იცვლება რამე. გაზეთს ყავს სხვადასხვა სფეროზე მომუშავე რვა რედაქტორი, ერთი მენეჯერი რედაქტორი და რეპორტიორები, მისურის უნივერსიტეტის სტუდენტები. "კოლუმბია მისურიანი" მისურის უნივერსიტის ბაზაზე გამოდის დღიდან უნივერსიტეტის დაარსებისა (1921) და ტრადიციულად სწორედ ამ გაზეტში იწრთობა ამერიკის შეერტებული შტატების ჯურნალისტიკის ელიტის (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) პროცენტულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა სიტყვის "ელიტა” დემოკრატ ამერიკელებს, დემოკრატი ქართველებისგან განსხვავებით ერთობ ეშინიათ, განსაკუთრებით, ჯურნალისტების წრეებში.

ავტორის ინსტიტუტი თანამედროვე ამერიკულ ჟურნალისტიკაში, რბილად რომ ვთქვათ, თითქმის ნულამდეა დაყვანილი. გაზეთი ძირითადად საკუთარ ძალებზე დაყრდნობით მუშაობს და გარედან შემოსულ თუნდაც საუკეთესო სტატიას აქ კბილებით გატანა და ათასო ბარიერის გადალახვა სჭირდება. ავტორის ინსტიტუტი, როგორც ამერიკელი რედაქტორები და გამომცემლები ამბობენ, ევროპული წესია და აქ, ოკეანის გადაღმა არ მუშაობს. მოკლედ, გაზეთს ქმნის გაზეთის სრული შტატი, მისი შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი, რედაქტორიდან დაწყებული მძღოლით და სტამბის მუშით დამთავრებული. ყველას თავისი საქმე აქვს. ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებენ თავის მოვალეობას, რისხვასავით ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, რადგან აქ ეს ძალიან ადვილია, შუშაბანდებში ყველაფერი კარგად მოსჩანს, დამნახავიც თავის ადგილს უფრთხილდება და კარგად აკვირდება ვინ როგორ მუშაობს. ეს გამჭვირვალობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია და ამას ყველა კარგად აცნობიერებს.

დავუბრუნდეთ გაზეთის საგანმანათლებლო ფუნქციას: გარდა იმისა, რომ ყოველდღე უშვებენ გაზეთს, რედაქტორები, რეკლამის ექსპერტები, გაზეთის მენეჯერები და გამოცდილი სპეციალისტები იქვე, გამომცემლობის აუდიტორიებში, გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჟურნალისტიკის სხვადასხვა ჟანრში ლექციებს ატარებენ. ეს მეცადინეობები სტუდენტების სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. პრაქტიკა და თეორია განუწყვეტელი ნაკადით ერთდროულად მიმდინარეობს და სრული კურსის დამთავრების შემდეგ დამწყები ჟურნალისტი ამერიკაში მხოლოდ პირობითადაა დამწყები, მას უკვე პრესაში (საერთოდ მედიაში) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თავისუფლად ფლობს პრესის კანონს, საგაზეთო ბიზნესს, ანუ მის ყველა სასიცოცხლო ნიუანსს.

მე გამაოცა იმ საოცარმა სიშვიდემ, რაც სამუშაო პროცესში დავინახე, არადა გაიხსენეთ ამერიკული კინოები, საიფორმაციო ოთახები-საგიჟეები, სადაც ასობით კაცი ისტერიულად ღრიალებს მიკროფონში თავის ექსკლუზიურ ინფორმაციას და სადაც ყველაფერი დასწრებაზეა. დამკვირვებელი მეუბნება, ახლა დილაა და იმიტომოაა სიმშვიდეო, მაგრამ მე შუადღესაც ვიყავი და არც მაშინ შევუწუხებივარ ხმაურს. მართალია დარბაზი სავსე იყო რეპორტიორებით, ყველა რედაკტორს თავისი რეპორტიორი ეჯდა და მასალას ამუშავებდნენ. მენეჯერი რედაქტორი გაზეთის მიმოხილვას "აკეთებდა" პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რეკდენ ტელეფონები სააგენტოებიდან, რომელთაც მოგუდული სოპრანოთი ეჭიკჭიკებოდნენ შესაბამისი თანამდებობის ახალგაზრდები, უწყვეტ ნაკადად მოდიოდა ფაქსები, მაგრამ იდგა საოცარი სიმშვიდე. ასეთ სამსახურში ნამდვიდად ძალიან ძნელია მოგეშალოს ნერვები, რომც მოგინდეს, უფლება არა გაქვს, რადგან, ეს შენს შრომისუნარიანობაზე მოქმედებს და ამის დაცვას კიდევ თავისი წესები და ზედამხედველობა ახლავს. მოკლედ, როგორც ამერიკელები ამბობენ ყოველ მეორე სიყკვაზე, "რილექს ენდ ინჯოი" _ მოეშვი და ისიამოვნე. თუ ეს არ შეგიძლია, სხვა სამსახური მოძებნე.

შემოქმედებითი ნაწილი დაახლოებით გავს ჩვენსას, მაგრამ შესრულება და ინსცენირებაა განსხვავებული, განსხვავება კი ისევ ემოციურობისა, ერთმანეთის და საკუთარ ნერვებზე თამაშის რაოდენობრივი მაჩვენებლით გამოიხატება. აქ ეგ მაჩენებელი მიცვალებულის კარდეოგრამას გავს, ჩვენთან... რა ვიცი რომელი ჯობია... ღმერთნა უწყის.

მოკლედ, გაზეთი მუშაობას იწყებს დილის 8 საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური პერსონალი, მენეჯერი დირექტორი და ძირითადი ხელმძღვანელობა მოდის ყველაზე ადრე, რათა შემოქმედებასა და საქმის, ანუ ფულის კეთებას სათანადო პირობები მოუმზადდეს. ყველა თავის საქმეს იწყებს და მენეჯერი დირექტორი თამაშ-თამაშით, მხიარულად, ვითონც სხვათაშორის ზედამხედველობს ამ საწყის სამუშაოებს გაზეთშიც და თუ სტამბაშიც. ეს დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და ცხრა საათისთვის იკრიბებიან გაზეთის დასაგეგმად, ათისთვის ყველა კომპიუტერი დაკავებულა. ძირითადად მუშაობენ რეპორტიორები. ორ საათზე მოდიან რედაქტორები და იწყებენ რეპორტიორებთან მუშაობას მასალებზე. ნიუზრუმს ყავს ოთხი რედაქტორი, ამ ოთხიდან ორი მორიგეობს 2 დან 12:30 საათამდე, როცა გაზეთი უკვე მზადაა. ერთი რედაქტორი მუშაობს დილიდან 6 საათამდე. ერთი _ ორიდან 10 საათამდე და ეხმარება ნიუზ-ედიტორს, რომელიც ბოლომდე (სტამბამდე) მიჰყვება გაზეთს. რაც შეეხება მთავარ მენეჯერ რედაქტორს, სამუშაო დღის ბოლოს , 6:00 საათზე იხურავს ქუდს და ამით ასრულებს თავის დღის მოვალეობას. საღამოს 6 საათზე ერთი "ოპერატიული" გვერდის – შინაური ამბების _ ვადა იწურება, პირველი გვერდის ჩაბარებისა კი _ საღამოს 9:00 საათზე მთავრდება. მეორე გვერდის ინფორმაციების ბოლო ვადა 9:30 საათია. გვიან მოსულ მასალებზე ის რედაქტორი მუშაობს, რომელსაც 2:00 საათზე ეწყება სამსახური.

ამ გაზეთს მთავარი რედაქტორის შტატი არა აქვს. ჰყავს სხვადასხვა ხაზის მენეჯერები და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იმათ ეკისრებათ. გაზეთი ძირითადად გუნდურ პრინციპზე მუშაობს და ამიტომ მოვალეობები ძალზე დაკვირვებით და რაციონალურად არის გამოყენებული, ასევე, მაქსიმალურად არის გამოყენებული სტუდენტების დროც, ისე, სწავლას რომ არ მოაცდინონ და გაზეტისტვისაც მაქსიმალურად გამოწურონ წვენები. გაზეთში მომუშავე სტუდენტთა რაოდენობა განუსაზრღვრელია, მაგრამ მოწესრიგებული, ისე რომ ეს უსაზღვრო რაოდენობა სულ არ იგრძნობა, რაც მთავარია, უსაქმოდ არავინ ჩერდება, ამიტომ ერთმანეთთან დიდი მისვლა-მოსვლა და გაუთავებელი ყავის სმა არა აქვთ, თუმცა ეს საკმე ამერიკაში წმიდაა (ყავის სმა და ლანჩი) და შეუზღუდავი, მაგრამ არა მარადიული. ლანჩის ინსტიტუტს თვითონ გაზეთის სპეციფიკა და მუშაობის სტილიც ვერას აკლებს. სულ რომ დაიქცეს ქვეყანა 12:00 დან 13:00 საათამდე მთელი ამერიკა და მისი გაზეთებიც ლანჩს მიირთმევენ. გამოგონილი აქვთ სრულიად გენიალური "ბრაუნ ბეგ" ლანჩები. ეს არის მოხსენებებისა და ლექციების წლიური ციკლი, რომელიც ტარდება ლანჩის დროს და დამსწრეები თან სადილობენ თან მომხსენებელს უსმენენ, რომელსაც ამ შემთხვევაში არა აქვს ჭამის უფლება იმ უბრალო მიზეზით, რომ მოხსენება აქვს წასაკითხი.

"კოლამბია ტრიბიუნის” (Columbia Tribune) აჩრდილიც გავხდი!

28 აპრილს დილის 8 საათიდან ვარ კოლუმბიის მთავარ გაზეტში, რომელიც 1901 წელს დააარსა კერძო პირმა და შთამომავლობით გადადის მის მემკვიდრეებზე. დღესაც გამომცემელი და რედაქტორი უთუოდ მისი შთამომავალი იქნება. ტირაჟი 25.000. გამოდის შუადღეს. სტამბაში მიდის 1:00I საათზე და გავრცელება მთავრდება ხუთზე. "კოლუმბია მისურიანისგან" განსხვავებით ამ გაზეთზე მუშაობენ პროფესიონალი რეპორტიორები და ამიტომ მათი რიცხვიც გაცილებით ნაკლებია. სარედაქტორო და საინფორმაციო შტატს - ნიუს ედიტორიანად 40 კაცი შეადგენს, აქედან 6 სრული განრიგით მუშაობს, არა ყავთ კორექტორები, ამ საქმეს თავად რედაქტორები ასრულებენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რედაქტორებამდე მასალა საკმაოდ დასუფთთავებული მიდის. თუ მისურიანის სხდომათა ოთახი მინის კარით იკეტებოდა, აქ დაგეგმვა საერთო ოთახში მიმდინარეობს დილის 9-10 საათზე სიმშვიდესა და სრულ სიამტკბილობაში, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. დაგეგმვაზე შემოდის მასალემის სავარაუდო სრული სია, თავისი ზომებით სურათებით და ყველა იმ ატრიბუტიკით რომელიც მასალას თან ახლავს. მაკეტი პირდაპირ კომპიუტერში სრულდება. პასუხისმგებელი მდივნის და დიზაინერის გარეშე, ამ მოვალეობებს თავად დამკაბადონებლები ითავსებენ. გაზეთი ჩვეულებრივ სექციებად არის დაყოფილი. პირველ და ბოლო გვერდს მთავარი დამკაბადონებელი ასრულებს. არც პირველ გვერდზე და არც მეორეზე "კოლუმბია თრიბიუნი” არასდროს ათავსებს რეკლამას. რეკლამები შიდა გვერდებშია გაფანტული. სარედაქტორო, საინფორმაციო და სპორტის განყოფილება რეკლამის სექტორისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობს. რეკლამისთვის გამოყოფილ ადგილებში არასდროს თავსდება მხატვრული მასალა და პირიქით, ესენი შენობაში ტერიტორიულადაც საკმაოდ გამოყოფილი არიან ერთმანეთისაგან, გეგონება ორი სხვადასხვა სამსახურიაო.

რაც შეეხება ფოტოებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კომპიუტერის საშუალებით ფოტოპორტრეტის პროფილის შეცვლა, მხედველობაში მაქვს, თუ ფოტო იყურება გვერდისათვის არასასურველი მიმართულებით და დიზაინერი თავისი შეხედულების მიხედვით შემოაბრუნებს. ამაზე მკაცრი ეთიკის კანონები მოქმედებს და ურჩობისათვის ფოტოკორესპონდენტი შეიძლება დაისაჯოს. ძირითადი სექტორებია: Qქალაქის ხელისუფლება (1 რედაქტორი), შტატის ხელისუფლება (1), რეგიონის ხელისუფლება (1), კრიმინალური ქრონიკა (1), სახელმწიფო სკოლები (1), უმაღლესი განათლების საკითხები(1), ბიზნესი (2), სამართალი (2), კულტურა, ხელოვნება და გართობა (1). დღის თემა, სექცია, რომელიც უფრო ზოგადი მნიშვნელობის წერილებს ამზადებს და უფრო კვირის ნომერში ბჭდავს. პოპულარულად ითვლება გვერდი - თვალსაზრისი.

საინტერესოა გაზეთის ბიბლიოთეკა-არქივი (მორგი), სადაც ინახება ყველა გამოცემული გაზეთიდან მხოლოდ საკუთარი მასალები. ბიბლიოთეკა უკვე ოთხი წელია კომპუტერიზებულია. აქვთ გაზეთის უფასო ინტერნეტული ვერსია.

განხვავება ამ ორ გაზეთს შორის კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ როგორც "მისურიელის” მთავარი მენეჯერი ამბობს, მისურიელი გაზეთის გარდა სკოლაცაა, სადაც ის ჟურნალისტები იზრდებიან, რომლებიც შემდეგ ტრიბიუნის მაგვარ გაზეთებში მიდიან. მისურიელში ჟურნალისტები იწრთობიან და ამიტომ ამ გაზეტის ხარისხობრივი სკალა მუდმივად მერყეობს, თუმცა, რედაქტორების და ძირითადი შტატის ძალისხმევით იგი მაინც უწევს კონკურენციას სხვა მასზე დიდ გაზეთებს. ახალგაზრდა, მზარდ ჟურნალისტებს კიდევ თავისი დადებითი თვისებებიც აქვთ, თუმცა სტაბილურობა და დახვეწილობა ნამდვილად აკლიათ, რამდენად ამბიციურებიც უნდა იყვნენ.

ორივე გაზეთი სარგებლობს საინფორმაციო სააგენტოების მასალებით. მისურიანი სარგებლობს "ასოშიეით პრესის” (Associate Press), "ვოშინგტონ პოსტის”(ჭასინგტონ Pოსტ), "ლოს ანჟელეს თაიმსის” (Los Angeles Times) ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბებით. გამოიკვლევენ, რა საინფორმაციო საშუალებებით სარგებლობენ სხვა გაზეთები და არჩევენ იმას, რაც სხვას არა აქვს. "თრიბიუნი” სარგებლობს "ასოშიეით პრესით” და "ნაით რიდერით” (Knight Ridder). ორივე თვლის, რომ ეს სავსებით საკმარისია.

ასეთია რეკლამის გამყიდმველის ცხოვრება!

30 აპრილი ძალზე საინტერესო აგმოჩნდა. "კოლამბია მისურიანის” რეკლამის გაყიდვის თანამშრომელთან ერთად გავატარე მთელი დღე. დილის ცხრა საათიდან დავიარეთ ის ფირმები, მაღაზიები, სახელოსნოები და სამუშაო ეზოები, რომლებსაც გაზეთი რეკლამით ემსახურება. ასეთი კლიენტების მოპოვება არც ისე იოლი საქმეა და ამას ყოველმხრივ გაწაფული ჟურნალისტი (ადვერტაიზერი) აკეთებს. მათ, ყველას მუშაობის თავისი მეთოდი აქვს, მე განსაკუთრებით გამობრძმედილს მიმამაგრეს და საკუთარი თვალით ვუყურე, როგორ ჟონგლიორობდა ადვერტაიზერი ჟურნალისტიკაში ნებადართული ყველა ოინით იმისათვის, რომ პოტენციური კლიეტი საბოლოოდ გაება მახეში. მიუხედავად მაღალი პროპესიონალიზმისა, ასევე ჩემს თვალწინ ჩაეფუშა მაესტროს რამდენიმე "რეალური” საქმე, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ ამას მოელოდა კიდეც. სამაგიეროდ, პროფესიონალიზმის პიკი აჩვენა ხალიჩების ქარხანაში მუშაობის დროს. ამ ქარხანას ორი კომპანიონი განაგებს. მათ შორის არცთუ იდეალური ურთიერთობაა და ეს რეკლამის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც მოქმედებს _ ერთმანეთის მიმართ წინააგმდეგობის კომპლექსი უნვითარდებათ, განსაკუთრებით, როცა საქმე კომპანიის რეკლამირებას ეხება და ეს კომპლექსი მთლიანად სარეკლამო აგენტისადმი დამოკიდებულებაზე ტყდება. ამიტომ, როგორც ჩემი კოლეგა მასწავლის, რეკლამის გაყიდვის მენეჯერი ასეთ კონფლიქტურ ვითარებაში ოქროს კვეთად და შუამავლად უნდა იქცეს, რადაც უნდა დაუჯდეს, ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომ კომპანიონების ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და კონფლიქტური აზრები ძალდაუტანებლად, შორიდან მოვლით, რაღაც მომენტით სასაუბრო და საკმიანი თემიდან გადახვევით (მაგალითად, გრძლად ყვებოდა, როგორ დაესწრო თითქმის ინვალიდად ქცეული მუჰამედ ალის საიუბილეო სღამოს და რა შტაბეჭდილებით წამოვიდა იქიდან), კონსენსუსამდე და მეტიც, დადებით პასუხამდე დაიკვანოს. დღეს ძალზე ეფექტურად იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ სარეკლამო აგენტს მე ვახლდი თან _ ახალი, უცხო სახე. აგენტმა ისე გააცნო კლიენტებს ჩემი თავი, რომ ამ უკანასკნელებმა (მართალია ყველამ არა) თავიანტი საქმიანობის ნამდვილი შოუ გამართეს და გაზეთში რეკლამისათვის საუკეთესო ადგილებიც მოითხოვეს. რა მინდა ამით რომ ვთქვა: მე რეკლამის გაყიდვის მენეჯერს თან დავყვებოდი იმისთვის, რომ მენახა, როგორ მუშაობდა, მესწავლა რეკლამის გაყიდვის ამერიკული ხერხები, ამერიკელმა კოლეგამ კი, მომენტი არ გაუშვა და თავად გამომიყენა რეკლამის მიზიდვის ინსტრუმენტად, ანუ ჩემი თანხლებიდან გამოწურა ყველაფერი, რისი გამოწურვაც შეიძლებოდა, თან კარგი მასტერკლასიც ჩამიტარა. მოკლედ ეს იყო ორმხრივი, ურთიერთსასარგებლო, საქმიანი გარიგება. არაფერი პირადი _ მხოლოდ ბიზნესი. რეკლამის აგენტს მაღალი ხელფასი არა აქვს, მეტიც, როგორც კოლეგამ მითხრა _ სიმბოლური. ფულს იგი გაყიდული რეკლამის პროცენტიდან აკეთებს. ამიტომ მიზანი ერთია და თამაშის ყველა დასასშვები მეთოდი მისაღებია. დასაშვებითქო რომ ვიმეორებ ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტური ეთიკა ამერიკაში კანონითა და მორალის ნორმებითაა დაცული. მისი დამრღვევი მექანიკურად კარგავს ჟრნალისტის ადგილსაც და სახელსაც.

მისურელი ქართველები

3 მაისს ტრიშ ბლერმა (Trish Bler) მულენის ტბაზე პიკნიკი მოაწყო: დაპატიჟა კოლუმბიის მერი, Yყოფილი მერი, კოლუმბიის საპატიო მოქალაქეები, პირველი ბაპტისტური ეკლესიის მრევლის აქტივისტები და კოლუმბიაში დროებით მაცხოვრებელი ქართველები. მულენის ტბის სანაპირო ეკუთვნის ადგილობრივ თემს. იგი უვლის მას, პასუხისმგებელია მის ეკოლოგიურ სისუფთავესა და დაცვაზე. აქვეა სპეციალური საპიკნიკო ადგილი _ ღიაც და ნახევრად გადახურულიც, წვიმაში თავშესაფარად. ამ ადგილს თემი მოპიკნიკეებზე აქირავებს და შემოსავალს ტბის მოვლას და გამწვანებას ახმარს.

მოკლედ ხუთი საათისთვის სტუმრები და მასპინძლები შევიკრიბეთ. როგორც აღმოჩნდა ქართველებიდან ყველაზე საპატივცემულო პირი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ACTS-Georgia-ს ქართველი წარმომადგენელი გურამ ამირიძე. როგორც ხდება ხოლმე, საზღვარგარეთ ყოველთვის ის ქართველები არიან პოპულარული, ვისაც საქართველოში ნაკლებად, ან საერთოდ არ იცნობენ, ყოველ შემთხევაში, მე მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ სამხედრო მედიცინაში მოღვაწეობს (თუ სწორი ინფორმაცია მაქვს) და თბილისში სამხედრო საავადმყოფოს მთავარი ექიმია. რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მისურიდან საქართველოში წასულ ჰუმანიტარულ კონტეინერებს ის ღებულობს და შემდეგ თავადვე ანაწილებს იმ ორგანიზაციებში, რომელსაც ACTS-Missouri ეხმარება. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

დანარჩენ ქართველებს წარმოადგენენ: ექიმი გოგი ტურაბელიძე მეუღლით და შვილებით, რომლებიც მობერლის სკოლაში სწავლობენ და განათლების მიღებას ამერიკაში აპირებენ. გოგი ქუთაისელია, 1994 წლიდან ამერიკაშია, დაამთავრა იელის უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტი, გაიარა რეზიდენტურა და იმისათვის, რომ მობერლის თემის (მისურის შტატის პატარა პროვინციული ქალაქია) ექიმობაზე დათანხმებულიყო, ამერიკის მთავრობამ "გრინ კარდი" მისცა. მობერლის სულ ორი ექიმი ჰყავს და გოგი ერთ-ერთია (პედიატრი), ამიტომ დაფასებაც დიდი აქვს იქაურ თემში. საქმეც ბბევრი აქვს იმ ქართველებთან შედარებით, რომლებიც იმ შტატში, და არა მარტო იქ ბინადრობენ. ის კარგი მაცხოვრებელია, აქვს კარგი საკუთარი სახლი ტბის პირას, კარგად უვლის ოჯახს და შვილების განათლების საკითხიც მოგვარებული აქვს.

მეორე ოჯახს შილაკაძეები წარმოადგენენ _ ანდრო შილაკაძე ექიმია, დამთავრებული აკვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი, მუშაობდა Aჩთშ- Gეორგია-ში და ორი წლის წინ კოლუმბიაში Aჩთშ-ის გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა. მოახერხა აქ საავადმყოფოში კვლევის გაგრძელება ნეონოტოლოგიის განხრით, მუშაობს დროებით რეზიდენტად და აპირებს რეზიდენტურაში დასარჩენი გამოცდების ჩბარებას. მისი მეუღლე თამარ რუხაძე პოპულარული თბილისელების თენგიზ რუხაძის და დოდო ღვალაძის ქალიშვილია, ვახტანდ Qჭაბუკიანის შთამომავალი, ჯეფერსონ სითიში (მისურის შტატის დედაქალაქი) ასწავლის კლასიკურ ბალეტს დაწყებით საბალეტო სკოლაში. მათი ვაჟი ათი წლისაა და რაღაც სასწაულით საერთოდ დაავიწყდა ქართული, ასე რომ ბავშვი მშობლებს ინგლისურად ეკონტაქტება, ბუნებითაც ტიპური ამერიკელია. ასე მგონია, რომ საქართველოშ ჩამოსვლას არ აპირებენ. არა და თამრიკო საერთოდ არ ეწერება ამ გარემოში. თუ არ დაბრუნდა სამშობლოში ნოსტალგია მოკლავს (ნეტავ მეშლებოდეს!).

აქვე არიან და-ძმა კუბლაშვილები: არცჩილი და თამუნა. არჩილი ამერიკაში "მასკის” პროგრამით ჩამოვიდა, შემდეგ სხვა პროგრამაში ჩაერტო და ახლა ელექტრონილ ტექნოლოგიებს (IT) სწავლობს, ყავს ლამაზი ამერიკელი საცოლე და საუკეთესო მეგობარი რიკი, თავის საცოლეს ასწავლის ქართულს, ძალიან სასიამოვნი ნაზი გოგონაა, ბუნებით სულ არა გავს თანამედროვე ტიპურ ამერიკელ ქალს, ძალზე ნაზი და მორიდებულია. არჩილის ბიძაშვილიც აქ არის, ისიც სწავლობს და იმასაც ამერიკელი შეყვარებული ჰყავს. თამუნას ყველაზე მეტად გაუმართლა. ის თავიდან, საშობაოდ ჩამოვიდა თავის ძმასთან. ACTS-Georgia- მ იგი თავის წრეში მიიღო და დააწყებინა იქაურ კბილის ეკიმებთან სასწავლო პრაქტიკაზე სიარული. ერთ-ერთმა, რომელიც უკვე უნივერსიტეტიდან პენციაზე იყო გასული და კერძო პრაქტიკას ეწეოდა თავის შეგირდად აიყვანა. თამუნამ იქ მონდომებით და ქართული სიდარბაისლით თავი ისე გამოიჩინა, რომ ამ ექიმმა იგი მეორეჯერ დაპატიჟა თავის კლინიკაში. თამუნა ახლა ყველაზე კარგად ცხოვრობს: ექიმის ოჯახი შვილივით უვლის და იმდენი ქნეს, რომ ამერიკის სამედიცინი პრაკტიკაში ჯერ რომ არ მომხდარა ისეთი რამ დააშვებინეს: უგამოცდოდ მისცეს რეზიდენტის ადგილი ჯეფერსონ სითიში 1999 წლიდან. მაისში თბილისში ჩამოვა და მშიდად დაელოდება თავის დროს.

უნივერსიტეტის სამედიცინი სკოლაში სწავლობს ორი თბილისელი გოგონა _ ხათუნა და თიკო. ესენი Aჩთშ-ის სტუდენტთა გაცვლის პროგრამის მონაწილეები არიან. ასევე, ორი სტუდენტი ქუთაისიდან (ქუთაისი კოლუმბიის დაძმობილებული ქალაქია) _ გიორგი ჯიბლაძე და სოფიკო ნიკოლეიშვილი. საქართველოდან სამუდამოდ გადმოხვეწილი თეა მარგველაშვილი, რომელიც ასევე სამედიცინო სკოლის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს. ანა იმერიძე გურამ იმერიზის დაა, დედამისი როგორც ამიხსნეს რუსია, რუსთავის ყოფილი მერი, ახლა მოსკოვის წითელ ჯვარში მუშაობს და ძალიან ეხმარება თრიშ ბლერს ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებაში, რადგან თავად ტრიში ძალიან გაბნეული, დაბნეული და ათას სხვა საქმეზე მოდებული მოღვაწე ქალი ყოფილა. გამახსენდა, ტრიში ისაა, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში თბილისში, ჩვენს სახლში ფანჯიკიძეების ბინას რომ ქირაობდა და ერთ ჩვეულებრივ იმდროინდელ დღეს პირწმინდად რომ გაქურდეს.

ჩემი მეგობარი პედი და სხვანი

ცალკე საუბრის თემაა ჩემი მეორე ხელმძგვანელი ბეთი ჰოდინოტი, რომელიც Missourian-ის გენერალური მენეჯერი რედაქტორია და პირადად მე, რომელსაც არასდროს მისურვია ვინმეს დავმსგვსებოდი, საოცრად მომინდა, ნეტავ რამე მაინც მომეცხებოდა ამ ქალის შემართებიდან. მახსოვს ასე ვიყავი აღფრთოვანებული ბავშვობაში გულრიფშის მეზობელი ქალით, მწერალი მიხაილ ლავრენიოვის მეუღლით ელიზავეტა მიხაელოვნათი, თუმცა ის ძალზე განსხვავდებოდა პედი ჰოდინოტისგან თავისი დახვეწილობითა და არისტოკრატულობით.

3 მაისს მედა პედი ვერნა და ჯიმ ჰოდინოტებთან ერთად საკვირაო სკოლაში ვიყავით ზინზილაკების (ხელის ზარების) კონცერტზე. 5 მაისს მოვატავე IღEX-თან მოლაპარაკება და 12-ში მივდივარ ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის კონფერენციაზე "კაპიტალიზმი რუსულად", ვიცხოვრებ თამრიკო კაჭახიძესთან.

თითქმის მთელი დღე ვიმუშავე "კოლამბია მისურიანის” ბიბლიოთეკაში ე.წ. მორგში და კატალოგიდან ამოვიღე მთელი მასალა რაც ზემოთ ხსენებულ ორივე გაზეთში დაიბეჭდა საქართველოზე და ქართველებზე. საკმაოდ მდიდარი მასალაა, ძირითადად იმაზე, თუ როგორ ეხმარება მისურის შტატის ბუნის (Boon) ოლქი საქართველოს და განსაკუთრებით კოლუმბიის რიგით მეოთხე დაძმობილებულ ქალაქს – ქუთაისს. სტატიების მიხედვით ვაპირებ რამდენიმე საგაზეტო მასალის გაკეთებას. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, აუცილებლად უნდა დაინერგოს ყველა თავმოყვარე გაზეტში, სამთავრობოშიც და დამოუკიდებელშიც ასეთი ე.წ. "მორგი” და ბიბლიოთეკამ აუცილებლად უნდა გაიკეთოს საკუთარი კომპიუტერული მონაცემთა ბაზე. ამის საშუალება გაზეთებს უკვე აქვთ, განსაკუთრებით იმ გაზეთებს, რომლებიც ხანგრძლივ არსებობას აპირებს.

6 მაისის დილის 8 საათიდან "მისურიანში” ვიყავი, უკვე მეორედ დავესწარი რეკლამის მენეჯმენტის და გაყიდვის შეკრებას, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება. ამ შეკრებაზე უკვე თითქმის ყველაფერში გავერკვიე, რადგან ძალიან მომეხმარა რეკლამის აგენტთან ერთად გასვლითი სამუშაო და საკუთარი თვალით ნახვა იმისა, რასაც შეხვედრაზე გეგმავდნენ. შეხვედრის შემდეგ ლისასთან ერთად მთელი სამუშაო დღე რეკლამების გაყიდვაში გავატარე. ძალიან სასარგებლო პროცედურაა, ვინც ამას კარგად დაეუფლება, იმისთვის ძალიან გაადვილდება გაზეთისთვის რიტმისა და მაჯისცემის აწყობა (როგორ მინდა ახლა ამას ჩემი "დილის გაზეთისთვის” ვაკეთებდე!). ვიყავით საკმაოდ საინტერესო ადგილებში, ჩემი თანხლება ახლაც დიდ ეფექტს ახდენს. ამერიკელი ბიზნესმენები, რა მშრომელები და უბრალოებიც უნდა იყვნენ, მაინც სნობები და ტრაბახები არიან და უცხოს დასანახად უფრო ადვილად ეგებიან ანკესზე, ყოველ შემთხვევაში, დაპირებებს იძლევიან, რაც უკვე კარგია, რადგან პატიოსანი ბიზნესმენის სიტყვა აქ ოქროა და რაღაც სისულელის გამო თავს არ შეირცხვენს. ეს ბიზნესის დღევანდელი ამერიკული დონე და წესია. არაფრით დაგპირდება იმას, რასაც მერე გადაიფიქრებს. თუ გული ოდნავ მაინც ეთანაღრება, ვიფიქრებ და დაგიკავშირდებიო იტყვის და გადაწყვეტილების შესახებ პასუხისთვის ბევრსაც არ გალოდინებს, შენი გეგმები რომ არ არიოს და მუშაობაში ხელი არ შეგიშალოს. აქ ასე იქცევიან, რადგან თაღლითებისგან და მათ შორის დაუდევარი ბიზნესმენებისაგანაც ყველას, თეორიულადაც და პრაქტიკაშიც, კანონი იცავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც გამიგია, დასავლელი ბიზნესმენები განვითარებად ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მთლად ასეთი კრისტალური ეთიკით, კორექტულობითა და კანონმორჩილებით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ძალიან იდვილად იხურავენ იმ ქუდს, რომელიც იმქვეყანაში ახურავთ, სადაც მოღვაწეობენ, თანაც, იქ სადაც კანონი ჯერ ვერ კანონობს, ესენიც არ ერიდებიან მის დარღვევას, რამეთუ განმკითხავი არავინაა, ხალხი _ გამოუცდელი, ბრმა და მიმნდობი. "სიმენსის” მაღაზიების იქაურმა მეპატრონემ მკითხა საქართველოში სტაბილიზაცია თუ დამყარდაო. ქვეყნის სტაბილიზაცია და სიმშვიდე ყველა საქმიანი კაცისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი და საურთიერთობო არგუმენტია.

7 მაისია და ვმუშაობ "კოლამბია მისურიანის” განათლების განყოფილებაში.
ამერიკაში განათლების რეფორმა დიდი ხანია ეტყობა დასრულდა და ახლა გაზეთს ისღა დარჩენია განათლების ობიექტებიდან რაც შეიძლება მეტი მკითხველი მოიზიდოს. ამაში მათ ბიზნესიც ეხმარება, უფრო სწორედ, გაზეთი ბიზნესს _ ბიზნესი სკოლას, ან ნებისმიერ სხვა სასწავლებელს. ხოლო სასწავლებელი კი, თავისებურად _ გაზეთს. მოკლედ, წრე ყოველთვის შეკრულია და ხელი ხელს ბანს, საამისოდ წყალიც ბევრი აქვთ და საპონიც.

მოკლედ, დღევანდელი დღე უფრო გასართობი იყო, ვიდრე საქმიანი, თუმცა ამერიკაში გართობა "Having FUN" სავალდებულო საქმეა და ამასაც დიდ ყურადღებას უთმობენ. მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა პიცის მომწოდებელმა "პაპა ჯონსმა”, კოლუმბიის ერთ დაწყებით სკოლას ე.წ. პიცა-ფართი მოუწყო. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ამ სკოლის მესამე კლასელის, თაილერის ნახატი გაზეთში დაიბეჭდა. "პაპა ჯონსმა”, რომლის რეკლამა თითქმის ყოველდღე იბეჭდება გაზეთში, უფასოდ გაუგზავნა რვა დიდი ყუთი პიცა თაილერის კლასს. სამაგიეროდ, "პაპა ჯონსის” რამდენიმე რეკლამა უფასოდ გავა გაზეში და ეს სკოლა თავისი მშობლებით ხომ აუცილებლად გამოიწერენ გაზეთს. მართალია, არავინ დააძალებს, არც არავითარი მოლაპარაკება მოხდება, მაგრამ შედეგი აუცილებლად აისსახება გაზეთის გავრცელებაზე, ამაში ეჭვი არ მეპარება. მოკლედ, რაღას არ მიმართავენ გაზეთები, რომ ერთით მეტი გაზეთი მაინც გაყიდონ. რეკლამირების სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და ამ დაუსრულებელ შეჯიბრშიც ის იმარჯვებს, ვისი რეკლამაც უფრო ორიგინალური და ეფექტურია.

ბავშვებს ჩემი თავი გააცნეს, მე მათ რუკაზე ვაჩვენე სად არის საქართველო, მოვუყევი როგორია. მკითხეს სად მუშაობო და რომ ვუთხარი გაზეთშითქო, აღტაცებით მომაყარეს, ჩვენ ვიცით რა არის კორექტურა და რედაქტირებაო. ეგ რომ ჩვენმა თანამედროვე "გაზეტჩიკებმა” და, განსაკუთრებით, კორექტორებმა იცოდნენე, ქართული პრესის ბედს ძაღლი არ დაყეფდა.

P.S. გაგრძელება იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-16)
ნანახია: 1050 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 cnobismokvare  
0 Spam
zalian sainteresoa da rac mtavaria informaciuli da shemecnebiti. kargia tu chveni jurnalistebi caikitxaven. gagrzeleba iqneba?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]