RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 53
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 5 6 »

 

თარგმანები | ნანახია: 2184 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2013-04-05 | კომენტარი (0)

გისოსებს მიღმა დარჩენილი მამა

მოთხრობები | ნანახია: 3213 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2013-03-11 | კომენტარი (1)

მანანა დუმბაძე
ქაბული, აგვისტო 2011       
წიგნები | ნანახია: 860 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2012-10-29 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე

წინათქმა

 "ირი” ჯემალ თოფურიძის კიდევ ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობაა. მის არქივში ამ მოთხრობის მხოლოდ "შავი”, მაგრამ ავტორის მიერ სულგადულ ჩასწორებული ვარიანტი არსებობს. 

როგორც ვიცი, ჯემალი "ირის” "ნობათში” დაბეჭდვას აპირებდა, მაგრამ, მერე გადაიფიქრა, მოთხრობას პირველივე გვერდზე, სათაურთან, წააწერა _ "უნდა გავაქართულო” _ და უჯრაში ჩაკეტა. ამით დასრულდა "ირის” ბედი. ჯემალი მას აღარასოდეს მიბრუნებია, მაგრამ არც დაუხევია და გადაუგდია, ისე, როგორც სხვა ხელნაწერებს უშვებოდა ხოლმე. "ირისთან” განშორების შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ "ცისკარში” ჯემალის პირველი მოთხრობა "ნუციკო ემხვარი” დაიბეჭდა. იგი განწყობით საოცრად გავდა "ირის”, მაგრამ მისგან განსხვავებით წმინდა ქართული სიყვარულის ამბავი იყო. 

სამოცი-სამოცდაათიანი წლების თაობის "ჯემოსნაირი” ბიჭებისთვის, სკოლასა თუ საზოგადოებაში ორგანიზებულად და საოცრად "დახვეწილი აგრესიულობით” თავმოხვეული კომკავშირული რომანტიკა
 სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი, ზოგი ნებით და ზოგიც, უნებლიეთ, მდინარის გაღმა ნაპირზე გარიყულები აღმოჩნდნენ. ვინაიდან, არცერთი მათგანისთვის სულერთი არ იყო სულიერი თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობა, თვითდამკვიდრებისთვისა და სამართლიანობის საძიებლად არა პარტიული იერარქიის კიბეს, არამედ სულ სხვა _ ვიწრო, კლდოვან და ზიგზაგოვან ბილიკებს შეუყვნენ. მე მათ, "შეუმდგარი დონკიხოტების” თაობას ვეძახდი, რომელიც სად არ აგროვებდა სიმართლის ნამსხვრევებს: უახლოეს ისტორიის _ თეთრგვარდიელი ოფიცრების სულისშემძვრელ ნოსტალგიასა და ტრაგიზმში, რეალურად არსებულ და საკმაოდ მიმზიდველ თანამედროვე ქურდულ რომანტაკში, იატაკქვეშა ბოჰემურ ლიტერატურულ "სალონებში”, ქუჩის "წუმპეში”, ყველგან, და არა იქ, საითკენაც მიუთითებდნენ _ "კომსომოლაში” (თუმცა, ფორმალურად ყველა ყოფილი პიონერი და კომკავშირელი იყო). სიმღერებსაც სხვანაირს მღეროდნენ: "Быстро быстро до нелзя , дни бегут как часы... и один я в вагоне передумаю вновь, за кордоном Россия за кордоном любовь... " 

 ეს "ბატონები” რეპრესიაგადატანილ ოჯახებში გაზრდილმა თითქმის ყველა ბიჭმა მოიხადა, ზოგს სახადი გაურთულდა, ზოგს მსუბუქი, გვერდითი მოვლენები დარჩა, ზოგიც მთლად განიკურნა და სრულიად ჯანმრთელი ჩაება ცხოვრების საერთო ფერხულში!!! 

ჯემალმს ეს მდგომარეობა ისე მიესადაგა, რომ მასთან განშორება თავად არ ისურვა. ვისაც მისი ნამღერი «Быстро, быстро до нелзя » ახსოვს, და ახლა, "ირისაც” კითხულობს, ალბათ დამეთანხმება, რომ მთელი მისი ცხოვრება ემიგრაციიდან დაფლეთილი მუნდირით, მაგრამ შეუბღალავი ღირსებით დაბრუნებულ იმ ოფიცრის ცხოვრებას გავდა, რომელსაც "ის” სამშობლო და სიყვარული ისე ენატრებოდა, რომ "აქ” დაბერებას ვეღარ დაელოდა.

მანანა დუმბაძე

წიგნები | ნანახია: 805 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-22 | კომენტარი (0)

ჯემალი სწორედ ის ვიღაც მებაღე იყო

ნინო გედენიძე

თბილისი პატარა ქალაქიაო ხშირად ვიმეორებთ და საოცარი სისწრაფით გავრცელებულ ტყუილმართალს ამით ვხსნით. Eამ ტყუილმართლიდან კი უმრავლესობა როგორი სისწრაფითაც ვრცელდება, ისევე მალე ეძლევა მივიწყებას.
სამი ათეული წლის წინ თბილისი კიდევ უფრო პატარა და მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ ამით არ აიხსნება მაშინდელი ტკივილის დღემდე გაუყუჩებლობა და არც მხოლოდ იმით ,რომ 29 წლის ასაკში ის უკვე შემდგარი მწერალი იყო, თუმცა ყველა მისი კრებული გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

ზოგადი სტატიები | ნანახია: 979 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1337 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-15 | კომენტარი (1)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1192 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-14 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 931 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)