RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

მარტო

ჯემალ თოფურიძე


გაეღვიძა, ოღონდ თვალები არ გაუხელია, ისე წამოჯდა იატაკზე. მთელი სხეულით კანკალებდა. ტუჩები და ნიკაპი უთრთოდა. სწყუროდა. ენა გამოყო, სიგრილე რომ ეგრძნო, — ენაც ვერ გაჩერდა, ისიც თრთოდა. თვალები გაახილა; ბნელოდა ოთახშიც და გარეთაც. ეძინა ქალაქს. ყველას ეძინა, მორიგეების, ჭირისუფლებისა და ლოთების გარდა. ისევ სცადა წამოდგომა და 

მუცელში იგრძნო ტკივილი. ამას მიჩვეული იყო: უნდა მოკუნტულიყო, სულ დაგრეხილიყო, დაუკლებდა მერე. ცოტა ხანში მართლაც მოეშვა ტკივილი. წამოდგა, პიჯაკის ჯიბეები მოიჩხრიკა, რაღაც ხურდა ეყარა. ბარბაცით გავიდა გარეთ. შესცივდა უფრო და პიჯაკის საყელო აიწია. იქვე ახლოს, ერთ ორსართულიან სახლთან მივიდა, პირველი სართულის ბოლო ფანჯარაზე დააკაკუნა. ფანჯარა გაიღო და იქიდან, თავის მაგივრად ხელმა გამოხედა. ხურდა ჩაუყარა.
—ცოტა მეტი დამისხი, გრიშა, მერე მოგცემ, — უთხრა ხმადაბლა.
—თქვენი„ მერე", ვიცი მე! — ხელი ოთახის სიბნელეში გაქრა და მალე ისევ ფანჯრიდან გადმოვიდა, ოღონდ, ახლა ჭიქა ეჭირა, ნახევრად სავსე.
—იცოდე, ორ იმდენს გისხამ, — თქვა ხელმა.
—რატომ, გიყვარვარ?
—შენი ოჯახის პატივისცემით, თვარა...
—კარგი, მორჩი! — ჭიქა გამოართვა და სწრაფად გადაჰკრა. დაიმანჭა. მერე, ჭუჭყიანი ხელი ტუჩებზე ჩამოისვა.
—მოკვდები, ბიჭო, ამდენი სმით!
—აი, დღეს და მერე აღარა.
—რა ოჯახი...
—მორჩიახლა!
გატრიალდა. გაბრუვდა. გრიშასკენ მიიხედა. ხელი ფანჯარას კეტავდა.
—გრიშა, დედა უფრო გიყვარს თუ ფული?
—დაიწყე, ხომ, შენებური?
—არ დახურო, თორემ ისევ დავაბრახუნებ.
—წადი ახლა, დაიძინე!
—მიპასუხე.
—დამანებე თავი!
—არაყს გაფიცებ.
—აგერ ნახავ, რასაც დაგალევინებ აწი!

***
...როცა გაეღვიძა, მზე შემოდიოდა ოთახში. ოდნავ წამოიწია. არ ტკენია არაფერი. მერე უფრო მეტი გაბედა და მალე ფეხზე იდგა. შავ, გაწეწილ და მტვრიან თმაზე ხელი გადაისვა.
კედელში გამოჭრილი პატარა თახჩის კარი გამოაღო, იქნებ რამე წიგნი ეგდოსო. შიგ ძველისძველი ქაღალდები და გაზეთები ეყარა, იაფფასიანი თევზისა და ძეხვისგან გაქონილი. იქვე ეგდო რამდენიმე ჩაყვითლებული ჭიქა და სამიც, გაურკვეველი ფერის, ყდიანი წიგნი. სამივე ცალ-ცალკე შეატრიალ-შემოატრიალა და მიხვდა, რომ კაპიკსაც ვერ აიღებდა. ახლა მეორე თაროზე დაიწყო ფათური. მართლაც მოხვდა რაღაც, მაგარი. პურის ნატეხი ეგონა. სიღრმეში შეაგდო — შუშის ხმა იყო. ახლა თავი შეჰყო და ისე დაუწყო იმ შუშას ძებნა. სამკაულების შესანახი, ძველისძველი ფაიფურის კოლოფი გამოდგა, დედამისის ნაქონი, რაღაც სასწაულით გადარჩენილი. პიჯაკით დაუწყო წმენდა. ცისფერი ყვავილები გამოჩნდა. ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გავიდა. სახინკლე იქვე იყო; როგორც ყველა ლოთი, ისიც ძალიან იშვიათად თუ გასცილდებოდა თავის უბანს. ლუდხანის სქელი ხის კარი შეაღო. კარის პირდაპირ, კე- დელზე დიდი შავია სოებით ეწერა: „მაგარი სასმელების შემოტანა სასტიკად... ალულია". სიტყვა „ლულია"- ზე ყოველთვის ეღიმებოდა. „ალალია" უნდა ეწეროსო, — ფიქრობდა. დღეს ამის თავიც არ ჰქონდა.
—ორი „პასტო!"
—ჩემზე მანეთია.
—შენ მანამდე პივა! ისმოდა ყოველი მხრიდან. დახლს მიუახლოვდა და სულ კუთხეში დადგა.
ხელი ლუდისაგან დასველებულ დახლს დაადო, სველი ხელი ტუჩსა და წვერზე ჩამოისვა და ღრმად შეისუნთქა ლუდის სიგრილე. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. დახლიდარმა ცალი თვალით
გადმოხედა და პატარა ჭიქა შეუვსო. სულმოუთქმელად დალია.
—გმადლობ, შენი ჭირიმე.
დახლიდარი ისევ ავსებდა კათხებს და კლიენტებს ურიგებდა.
—ფაიფურის კოლოფი მაქვს კარგი...
დრო გადიოდა.
კლიენტები მატულობდნენ.
—ფაიფურისაა, ცისფერყვავილებიანი...
—კიდევ დაგისხა? — უცებ ჰკითხა.
—არა, მაგიტომ კი არა... — არ ელოდა ამ კითხვას.
—მაიტა, მაჩვენე!
ჯიბიდან ამოიღო. იღიმებოდა ცრემლიანი თვალებით ისე საწყლად, მხოლოდ ლოთები რომ იღიმებიან ხოლმე.
—ხო ძალიან ლამაზია?
—ნიჩევო, კარგია.
ისევ განაგრძო კლიენტების გაშვება. ლოთი უყურებდა, როგორ ივსებოდა კათხები ლუდით.
—აიღებ? — ჰკითხა მერე.
—არა.
პატარა ჭიქა ისევ შეუსვო. ლოთმა ისიც სწრაფად დალია.
—გმადლობ, შენი ჭირიმე.
—გეყოახლა!
—ჰო,წავედი.
ლოთი დახლს მოშორდა. მერე ისევ შეტრიალდა.
—დედაჩემის ნაქონია ეგ.
—არ მინდა, კაცო!
ბოლო იმედიც გაუცრუვდა. კარისაკენ წავიდა. უნდა გასულიყო გარეთ, რომ იქვე, კართან, მაგიდაზე ორი ბოთლი არაყი დაინახა. მერე არყის პატრონებს შეხედა; არცერთს არიცნობდა.
სახეზეც არ ეცნობოდა; ერთმანეთს ჰგავდნენ ძალიან, ოღონდ, ერთი უფრო გამხდარი იყო. მიუახლოვდა.
—რაგინდა? — შეუბღვირა გამხდარმა, რომელიც ცხელ ხინკალს პირში ვერ იდებდა და უფრო იმიტომ იყო გაბრაზებული.
—მე ფაიფურის კოლოფი მაქვს სამკაულებისათვის.
—სამკაულებით გექნება გატენილი. — თქვა უფრო მსუქანმა და ჩაიცინა. მერე ლუდი მოსვა და უცებ, რატომღაც ძალიან სერიოზული სახე მიიღო.
—აი, ლოთმა ისევ ამოი ღოჯიბიდან.
ორივემ დახედა.
—მოიპარე? — ჰკითხა მსუქანმა.
—არა, ნამდვილად არა.
—ჰა, პივა დალიე!
დალია.
—გმადლობთ, ბიჭებო, დიდი მადლობა!
—ჰო, დავაი, მიდი!
—კარგად იყავით. ესე იგი, ამას არ აიღებთ?
—გეყო - თქვა!
—მეიცა, თუ არ მოიპარე, საიდან გაქვს? — ახლა გამხდარმა ჰკითხა.
—დედაჩემის ნაქონია, ბიჭებო.
—დედაშენის?
—ჰო. დედა მომიკვდა.
—მოკვდებოდა შენს ხელში, აბა რა მოუვიდოდა?! — ისევ მსუქანმა იხუმრა. გამხდარსაც გაეცინა.
ლოთიც იცინოდა.
—რამდენი გინდა მაგკოლოფში?
—რამდენსაც მომცემთ.
—მაინც, მაინც?
—თქვენ იცით.
—ჰა,თქვი ახლა!
—ერთი ბოთლი არაყი.
—უფრო ძვირი რომ ღირს?
ლოთმა თავი დახარა.
—ჰა, დალიე აგი პივაც და კარგად იყავი! — შესთავაზა ისევ მსუქანმა.
—გმადლობთ, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო, კარგად იყავით! — ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.
—მეიცა, რა გეჩქარება?
—კარგი, გაუშვი, ცოდოა! — თქვა მსუქანმა.
—მეიცა, მოდი აქ!...
ლოთი მიბრუნდა.
—რამდენი წლისა ხარ?
—ოცდათხუთმეტის.
—რაც მეტი?..
—ოცდათხუთმეტის ვარ.
—მეტის ხარ!
—ე, ბიჭო, ცოლად გინდა? — გაბრაზდა მსუქანი.
—არა, რაზე მატყუებს ეგ ნაგლი, ჩვენხელაა ვითომ?!
—არაყს დალევ? — ჰკითხა მსუქანმა.
ლოთს თვალები სიხარულისაგან ცრემლებით აევსო.
—კი.
—ა, დალიე! — ჭიქა არაყი გაუწოდა გამხდარმა.
ლოთმა ხელი ჭიქისაკენ წაიღო. ახლა იმან დასწია ხელი უკან.
—მითხარი, რამდენი წლისა ხარ და დაგალევინებ.
—ორმოცდახუთის, — იცრუა ლოთმა.
—ხომ გითხარი. — კმაყოფილებით გადახედა გამხდარმა მსუქანს და ჭიქა მისცა.
—მე, ბიჭებო, მინდა თქვენი სადღეგრძელო შევსვა. კარგიბიჭები ხართ. ბევრი კარგი საქმე გაქვთ ალბათ გაკეთებულიდა...
—ხო-ხო-ხო, რას იმანჭება, ბიჭო! — თქვა გამხდარმა.
—მიატანე რამე. — შეეცოდა მსუქანს.
—არ მინდა.
—ეიღე.
—არა, დედას გეფიცებით, არ მინდა.
—სადაა, ბიჭო, დედაშენის საფლავი? — ჰკითხა გამხდარმა.
—კარგი ახლა, გაუშვი! — გაწითლდა მსუქანი.
—საბურთალოზე.
—რამდენი მიეცი მაყუთი საფლავში?
—მამა იყო იქ დასაფლავებული.
—ცოლიგ ყავს?
ლოთი შეკრთა უცებ.
—არა!
—არც გყავდა?
—მოკვდა.
—ყველა დახოცე?
—ჰო.
—თქვი მართალი და, ა, კიდევ დაგალევინებ! —ჭიქა შეუვსო.
—მოკვდა.
—შენი ნებაა.
—ისე, დედა უფროგიყვარდა თუ ცოლი?
—გრიშა. — ამოილუღლუღა ლოთმა.
—აი, რომ გითხრან, დედა გაცოცხლდება და ცოლიდაგიბრუნდებაო, დალევ?
—არ დავლევ.
—ე, ნახე, რაფერ გიყურებს არაყი.
—დავლევ.
ისიც დალია. ცოტახანს იცადა, მერე დაბარბაცდა, მერე მსუქანს ხელზე ეცა და აკოცა.
— გმადლობთ, ბიჭებო!
—ფაიფური გრჩება! — დაუძახა მსუქანმა.
ხელის ნელი მოძრაობი თაიღო.
—ცოლზე კი ტყუილად მკითხე... — თავისთვის ჩაილაპარაკა.
—რატომ?
—არ შეიძლება.
—მიდი, მიდი!
ფაიფურის კოლოფი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა.
ლოთი დაიხარა ნამსხვრევებისაკენ და ატირდა.
—რა გატირებს ამხელაკაცს, არ გრცხვენია? — უთხრა გამხდარმა.
—დედისაგან ეგღა მქონდა.
—ჰა,თუმანი!
უნდობლად ახედა გამოშვერილ ხელს.
—ეიღე.
—გმადლობთ. — ფული ჯიბეში ჩაიდო. ცრემლები მაინც მოსდიოდა; დამსხვრეულ ფაიფურზე გადაიარა, გადაათრია სხეული და გარეთ გავიდა.
—ეგ, იცით, რა ბიჭიიყო — იმ ორისთვის არც შეუხედავს, ისე თქვა შუახნის დამლაგებელმა ქალმა, რომელიც დამსხვრეულ ფაიფურს ხვეტდა.
საღამოს, ჯიბეში თუმნიანი რომ იპოვა, გაუკვირდა. საიდან ჰქონდა, ვერ მოიგონა.
სექტემბრის თბილი საღამ ოიდგა. თავდახრილი, კედელ- ედელ მიუყვებოდა განათებულ ცენტრალურ ქუჩას. ვიღაცამ გაჰკრა მხარი და შეუკურთხა. მერე ის ვიღაც შეჩერდა და სახელი დაუძახა. ლოთმა თავი გააქნია. იმან ისევ დაუძახა, უფრო ხმამაღლა. არ გახედა. მერე ის დაეწია და ხელით შეაჩერა.
—ვერ მიცანი, ბიჭო?! გამარჯობა!
—გაგიმარჯოს! — ქვევიდან ახედა.
—მაინ ცვერ მიცანი, ხომ? — ამაყად უღიმოდა მწვანე ჰალსტუხიანი და წითელლოყება ახალგაზრდა კაცი.
—ვერა.
—ჯამლეტა ვარ, ბიჭო, ანთიძე.
—ხოო... — გააგრძელა ლოთმა.
—კიდო ვერმიცანი?
—ვერა.
—თფუი! — ეწყინა ჯამლეტა ანთიძეს. — უნივერსიტეტში ერთ კურსზე არ ვიყავით, ბიჭო?!
ლოთი ისევ უღიმოდა.
—თვითშემოქმედებაში რომეოს ვთამაშობდი, მერე თქვენთან გადმოვედი, ლიტწრეში.
—რომეოს?
—ჰო,რომეოს.
—უჰ, როგორ არ მახსოვს! — იცრუა ლოთმა.
—კა იკიდევ.
—ჯულიეტას ვინ თამაშობდა? — ჰკითხა უცებ ლოთმა.
—ჯულიეტას ნანაია სართანია, ზუგდიდიდან რომ იყო, ქერა გოგო, გამხდარი, — სწრაფად უპასუხა „რომეო" ანთიძემ.
—მახსოვს, მახსოვს. —როგორხარ, ისე?
—შენ?
—მე კარგად, არა მიჭირს; ვმუშაობ დავარ.
—ლიტ წრე გახსოვს?
—კი.
—რა ლექსები გქონდა მაინც.
—რა?
—კარგი, ბიჭო! მასე რომ მეწერა...
ლოთმა ახლაც გაუღიმა, ოღონდ ცოტა სიმწარეშერული ღიმილით.
—სვამსო, შენზე მითხრეს.
—მოგატყუეს.
—ირინე რომ წეიყვანე პობედით სოხუმში, ჰა?—სიცილით მოკვდა ჯამლეტა ანთიძე და მხარზე ხელი დაარტყა. — რა იყო მაინც!
—კი.
—რას უკრავდი, ბიჭო, მაინც, რას მღეროდი!
—წავედი.
—ლექსები აღარ გიწერია მერე?
—პოემებზე გადავედი.
—კარგი, აბა.
—სამმანეთიანი ხომ არა გაქვს?
—მანეთ იმაქვს.
—მოიტა!
ჯიბიდან სწრაფად ამოიღო და მისცა.
—ირინე წევიდა? შეაპარა ბოლოს. — რა გოგო იყო მაინც! — წაიოცნება ანთიძემ.
—მშვიდობით.
—მშვიდობით, —გამოემშვიდობ აანთიძე, თვალი გააყოლა. „რა ლექსები ჰქონდა მაინც", — გაიფიქრ ამერე, ხელი ჩაიქნია და წავიდა.
„რას მერჩიან, რას მახსენებენ"?!. — გაიფიქრა ლოთმა.

***
—ვინ არის? — ძლივს წარმოთქვა.
—მე ვარ! — შემოესმა გარედან.
—თავი დამანებე! კი ვიცი, ვინცა ხარ, გგონია, არ ვიცი? არ შემოგიშვებ, არა! — გაბრაზდა, თან შიშით კედელს აეკრა.
მთვარეანათებდაოთახს.
—შემომიშვებ!
—არა, არა, შენ არა ხარ, არავინაც არა ხარ!
—სამკაულებს რომ ინახავდა დედაშენი, იმ კოლოფის ნატეხი მოგიტანე.
—რა ნატეხი?
—ფეხით რომ გადაუარე.
—მე ხომ ლოთი ვარ, მაგრამ შენ გიჟიხარ, ნამდვილი გიჟი!
—შემომიშვი!
—არა! თუმცა, არავინ არა ხარ და როგორ შემოგიშვებ? — სიცილიაუტყდაუცებლოთს. — შე საცოდავო, გგონია შემაშინებ?!
გესლიანად თქვა და უფრო აიტანა კანკალმა.
—ძველ თახჩაში, შენ რომ ცარიელი გგონია, ოქრო ყრია.
ლოთ იმივარდა. თახჩის კარი გამოაღო და ხელების ფათური დაიწყო.
—არაფერიც არ არის, შე საცოდავო, შე მატყუარა! როგორ ვერ გიტან! ან როდის იყო, ოქროზე ვგიჟდებოდი?
—აბა, როგორ დალევ?
—გრიშა დამალევინებს.
—შემომიშვი!
—არა, არა, არა! თავი დამანებე!..
—ირინე ვარ, შემომიშვი!
—რა თქვი?
—ირინე ვარ.
—მატყუებ! — ხმამაღლა გაიცინა ლოთმა.
—ვერა მცნობ?
—მატყუებ! — ახლა ტირილი დაიწყო ლოთმა.
—ირინე ვარ, ბიჭო!
—იცოდე, მოგკლავ!
—ირინე ვარ.
ფრთხილად მივიდა კართან და შიშით გააღო. თეთრ სამოსელში გამოწყობილი ქალი სწრაფად შევიდა ოთახში და ფანჯარასთან დადგა, ზურგით ლოთისკენ.
—ირინე... — ჩუმად თქვალოთმა.
—ცუდად ხარ?
—ჰო, ცუდად ვარ.
—აღარ დალიო და დაგიბრუნდები.
—წადი, თავი დამანებე! — უცებ, ხმამაღლა თქვა ლოთმა.
—ერთად რომ ვიყავით, ხომ გახსოვს?
—არა! წადი აქედან!
—აღარ წავალ, შენთან ვიქნები.
ლოთმა ახედა და რაღაც იმედის მსგავსი გაუჩნდა უცებმ თელ სხეულს.
—მართლა? — ჰკითხა საშინელი მორიდებით და გაქვავდა ეგონა, ხელიც რომ გაენძრია, ან თვალი დაეხუჭა, ან ბაგე გაეხსნა, ყველაფერი დაემსხვრეოდა და გაქრებოდა.
—მართლა.
მოეშვა მთელი სხეულით.
—მე კიდევ, — აწრიალდა უცებ, — მე კიდევ სინათლეც არ ამინთია, შენი ჭირიმე, ახლავე, ახლავე!... — იძახდა, კედლებს ედებოდა... — მოიცა! ახლავე, ამწუთში გავანათებ! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, შენი სახელის! და ჩემთან იქნები, შენი ჭირიმე!... ჰო, ჰო,მოიცა, მოვნახო ასანთი! სად დაიკარგა, ღმერთო?!. — ლოთი კედელს უსვამდა ორივე ხელს. ბოლოს იპოვა და გაანათა. ცარიელი იყო ოთახი. ცოტა ხანს ასე იდგა კედელთან. თითქოს ხანჯალი ჩაარტყესო მუცელში, ისე ეტკინა...

***
...თვალები ძლივს გაახილა. მზე რომ მოხვდა, ისევ დახუჭა.
—თვალები გაახილა, — გაიგონა ვიღაცის ნათქვამი.
—არგაუხელია, — თქვა სხვამ.
—კი, აი, გაახილა. — ისევ თქვა პირველმა.
—ერთი გადარჩეს და... ახლა სულ სხვა ხმამ თქვა.
მზემ ისევ ატკინა თვალები. თეთრ პალატაში სამი კაცი იჯდა. მისი მეგობრები ოდესღაც. დიდხანს უყურა სამთავეს, ისინიც მიშტერებოდნენ გაუნძრევლად. მერე ერთ-ერთმა გაბედა და ფეხზე წამოდგა.
—როგორ ხარ, ბიჭო!? — ჰკითხა ხმადაბლა.
ლოთმა თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. იმან ამოისუნთქა.
—არ შეგვაშინე?! — სცადა, გაეღიმა.
—უკეთ ხარ, — თქვა მეორემ.
მესამე მოვიდა და საწოლზე ჩამოუჯდა ფრთხილად.
—შენთან ვიქნებით აწი სულ... — უთხრა მეორემ, ბავშვებს რომ ეტყვიან, ისე და გაუღიმა.
„რაღადროს..." — გაიფიქრა და თვალები ცრემლებმა აუვსო. იმ სამსაც თვალები აუწყლიანდა.
ერთი ფანჯარას თანმივიდა, რომ ცრემლი დაემალა.
„რამდენი ხანია?.." — უნდოდ აეკითხა ლოთს, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. უცებ შეეგუა იმას, რომ ვერც იტყოდა ვერაფერს.
—გურამი ხომ იცანი? — ანიშნა ერთმა ფანჯარას თანმდგომზე, ლოთის ცნობიერებაში რომ დარწმუნებულიყო.
„სადიყავით აქამდე, ბიჭო?!.." — გაიფიქრა ლოთმა და ახლა ცრემლი ლოყაზე გადმოუგორდა.
საწოლზე რომ იჯდა, იმან ცრემლი მოწმინდა.
—დაგასიეთ დოხტურები! — სცადა ხუმრობა იმან, ფანჯარასთან რომ იდგა.
„სადიყავით"... — გაიფიქრა ისევ ლოთმა.
—იქ ირინეა, გარეთდგას, დავუძახოთ? — ჰკითხა ერთმა.
„არვიცი..." — სამთავეს შეხედა ლოთმა.
—ირინეა და... — გაუმეორა ფანჯარასთან მდგომმა.
„შემოვიდეს..." — გაიფიქრა ლოთმა და კარი გააღეს.
ლოგინზე ვინციჯდა, წამოდგა და მის ადგილზე ქალი დაჯდა.
„რაღა დროს მოსვლა იყო?..." — გაიფიქრა ლოთმა და ქალივით ატირდა.
—ნუ გეშინია, ნახავ, რა კარგად გახდები! — თქვა ქალმა და საფეთქელთან აკოცა.
„რად მიდიოდი..." — ფიქრობდა ლოთი და ტიროდა.
მერე ისევ ჩაარტყეს მუცელში ხანჯალი.
მერე დაბნელდა გარშემო. სიმწრისაგან თეთრი პერანგი შემოიხია და გათავდა.

კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-04-13)
ნანახია: 937 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]