RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

გოგია
ჯემალ თოფურიძე

„უსამართლოდა, გოგია, უსამართლოდა! ბავშვები შეიცოდე ბიჭო"!— თვეში ერთხელ მაინც ესმით მეზობლებს გოგიას ბინიდან გამოსული მისი ცოლის, მარინას მოთქმა, ბავშვების ტირილ-კივილი:
—დედააა, დედააა!
ამ დროს ყველამ იცის, რომ გოგია მთვრალია და მარინასა სცემს. არავინ შედის მეზობელთან, არავინ ეხმარება, იმიტომ, რომ კარგად ახსოვთ გოგიას ხელი ერთი მოხმარების დროს. კიდევ იმიტომ არ შედიან, რომ იციან, გოგია ხუთ წუთში ქალის ცემას მორჩება, გარეთ გამოვა, წელს ზევით შიშველი, უზარმაზარი, ბანჯგვლიანი და თვალებამღვრეული. ღრმად შეისუნთქავს ღამის სუფთა ჰაერს, ხის აივნის მოაჯირს დაეყრდნობა, სიგარეტს მოსწევს, მერე ისევ ოთახში შებრუნდება და დაწვება.
გოგია ორმოც წელს გადაცილებულია. მართლაც უზარმაზარია, „ბობრიკი პრიჩოსკა" აქვს და ტაქსზე მუშაობს. როგორც თითქმის ყველა ქართველს, რაც მართალია-მართალია, დალევა უყვარს, ოღონდ თავს იკავებს, იცის თავისი მყრალი სიმთვრალის ამბავი. მხოლოდ თვეში ერთხელ თუ დალევს „ბიჭებთან" ერთად და სწორედ იმ ღამეს არის ხოლმე წიოკი მის ბინაში.
„როცა ფხიზელია, ეგეთი არც არავინ არის ჩვენს უბანშიო", — მეზობლები იძახიან გოგიაზე. ნამდვილ ადეგრეა. ღამის სამი საათი რომ იყოს, არავის მოერიდება მისი გაღვიძება.
გოგია ადგება, თავის ძველ პობედასაც გამოიყვანს ეზოდან და ისე წაყვება კაცს ქვეყნის ბოლომდე, ერთს არ გაიფიქრებს გულში— „რა დროს კაცის ლოგინიდან წამოყენება არისო".
ეზოში ყველაბავშვის დაბადების დღე ახსოვს გოგიას. ბავშვებიც ყველაზე მეტად მის სამუშაოდან დაბრუნებას ელოდებიან. ძია გოგია კარგ საჩუქრებს მოუტანს. ძმაკაცებზე ხომ,
„გადამკვდარია", — როგორც თვითონიძახიან ძმაკაცები. გამორჩეულად უყვართ.
„უკანასკნელს გაიხდის და მოგცემს".
„ტანკს გადაუდგება შენი გულისთვის".
„რეისავიკივით ვაჟკაცია", — ამბობენ ტაქსის შოფრები.
ტანკზე არა, მაგრამ ტყვიაზე, ორჯერ მართლა გადამდგარა გოგია ძმაკაცის გულისთვის,
ქორწილში. მუცელზე და მკერდზე, მარჯვენა მხარეს ორი დიდი იარაც აქვს. მეორედ რომ დაიჭრა, სწორედ იმ ქორწილში, სადაც მარინა გაიცნო, ბიჭებმა ზედმეტსახელად „მატროსოვა"
დაარქვეს.
ოჯახშიც ხომ უყვართ და უყვართ. განსაკუთრებით, მარინას და უმცროს გოგოს. ბიჭს,
ისე არა (ყოველ შემთხვევაში, გოგია ეგრე ფიქრობს). „რად გალახე დედაო", — მწყრალად რომ ეტყვის ბიჭი, გოგია ბავშვივით თავს ჩაღუნავს. მერე, ყელში ცრემლი მოადგება, ბავშვის და ქალის სიბრალულით. გულზე უზარმაზარ მჯიღს დაიკრავს— „ვახ, ჩემიო"! — ჩუმად იტყვის და სახლიდან გავა.
ის ქორწილი სულ ახსოვს გოგიას, სადაც მეორედ დაიჭრა და სადაც მარინა გაიცნო. „რეისავიკ" ანზორას ქორწილი იყო წყნეთში. ხალხიც უამრავი იყო, მანქანებიც და დაქირავებული დამკვრელებიც. გოგია ბიჭებში იჯდა, სვამდა. დუდუკი „პატარა გოგო დამეკარგას" უკრავდა, მომღერლები მღეროდნენ, გოგია უკვე შეზარხოშებული იყო.
ამსიმღერაზე თავისი მანანა გაახსენდა, ძალიან რომ უყვარდა და ჯარიდან დაბრუნებულს,
გათხოვილი რომ დახვდა. ბოღმა მოაწვა გოგიას, არადა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ: „პატარა გოგო დამეკარგა, წითელ პერანგაო". მანანას წითელი პერანგიც ახსოვდა გოგიას, ძალიან კარგად ახსოვდა და ამან სულ გადარია, კინაღამ ტირილი დაიწყო. ღვინო დაისხა და დალია. მანანას დაკარგვა კარგა ხნის ამბავი იყო. ამის მერე გოგიასთვის ქალის მოყვანაზე არავის არაფერი უთქვამს.
დალია გოგიამ ღვინო, თავი ასწია; მის წინ მანანა იდგა.
—გოგია, გაიცანი და გვერდითაც დაისვი, — ეგაც და ამის დაც. ესენი ჩვენი ანზორას ცოლის ნათესავები არიან, — აუხსნა მასპინძელმა.
—მობრძანდით, დაბრძანდით! — წამოდგა დაბნეული გოგია. ქალები და სხდნენ.
„როგორა ჰგავს"?!— გაიფიქრა და ისიც ნელა დაეშვა სკამზე.
„ანა ვლილი ან ჩავლილი ხომ არ გინახააავს", — თავს იკლავდნენ მომღერლები. გოგიას აღარ ეტირებოდა. ქეიფი გრძელდებოდა, სუფრა წინ მიდიოდა, თვრებოდა, მღეროდა, ილანძღებოდა. გოგია ჯერ ვერაფრის თქმას ვერ უბედავდა მის გვერდით მჯდარ გოგოს, რომელიც ძალიან ჰგავდა მანანას. ცოტა კიდევ რომ მოეკიდა ღვინო, შეჰკადრა და სახელი
ჰკითხა.
—მე, მარინა. — უთხრა გოგომ და გაუღიმა.
—კარგი სახელია, — შეეცადა გამოცდილი სახე ჰქონოდა გოგიას.
—არა უჭირს რა, — ჩუმად თქვა მარინამ.
—მე გოგია მქვია.
მარინამ კიდევ გაუღიმა.
ღიმილმაუფროგაათამამაგოგია.
—თქვენა, ძალიან გავხართ ერთ ჩემს ნაცნობ ქალსა, ძალიან.
—ვისა?
—მანანასა. შეიძლება იცნობთ, ზემო ვერაზე ცხოვრობდა ადრე.
—არვიცი, — თქვა მარინამ.
—სახით ხო გავხართ და გავხართ, ხელებიც ძალიან გიგავთ.
—მე ლამაზი ხელები არა მაქვს, — გაუღიმა მარინამ.
—არც იმას ჰქონდა ძალიან ლამაზი, გიგავთ მხოლოდ, — ალალად უთხრა გოგიამ.
მარინამ გაიცინა. გოგიაც მიხვდა თავის მიამიტობას. იმასაც გაეცინა.
—სად არის ახლა ის გოგო? — ჰკითხა მარინამ.
—გათხოვდა. — არ შეიმჩნია უხერხულობა გოგიამ. ამ დროს მის ბედზე ყანწიც მიაწოდეს და ამან უფრო არ შეამჩნევინა. ქეიფი მთავრდებოდა. გოგია კარგ გუნებაზე იყო და სწორედ იმას ეუბნებოდა მარინას, „მზიანი თვალები გაქვთ თქვენა, თითქოს მზეები არიო", იარაღი რომ გავარდა ოთახში. ატყდა წიოკი, თეფშების მტვრევა, ქალების კივილი. გოგიას ძმაკაცს— ოთარას
ესროდა გაპობილი მთვრალი ტაქსისტი მალხაზა. ოთარა დაიჭრა და მარჯვენა ფეხზე წაიჩოქა, გოგია მაგიდას გადაახტა.
—არ მომეკარო, გოგია, შენც მოგკლავო! — დასძახა მალხაზამ.
ერთი კიშეაგინა გოგიამ თავის ბედს გუნებაში— „ რაღა ახლა, ის რომ ვიპოვეო"! — მაგრამ მაინც მოწყდა ადგილს და პირდაპირ მალხაზასაკენ გაიქცა. იმასაც ესროლა მალხაზამ. დაჭრილი გოგია ბარბაცით უახლოვდებოდა. მალხაზა უკვე იხვეწებოდა—„ნუღარ მოდიხარო". ამ დროს უკნიდან ხელები ამოუტრიალეს. გოგია დაეცა.
მანანას შემდეგ ყველაზე კარგი დღეგოგიას ცხოვრებაში ის იყო, მარინამ რომ საავადმყოფოში ნახა. მართლა მზეს უგავდა მარინას თვალები. ჩუმად ეჯდა ლოგინთან, სკამზე.
—რათ შეწუხდი, მარინა? — უთხრა გახარებულმა გოგიამ.
—შენა ხარ შეწუხებული, მე რა მიჭირს, გოგია, — მშვიდად თქვა მარინამ. თავისი სახელის გაგონებაზე გოგია კინაღამ ლოგინშიდადნა.
—კარგი გოგო ხარ, მარინა! — უთხრა ცოტა ხანში გოგიამ და ხელზე ხელი დაადო. არც ერთს არ ამოუღია ხმა. იყვნენ ასე ჩუმად ძალიან დიდხანს. ნახევრად მიხურული დარაბიდან შემოსული
მზის სვეტი მარინას მწვანე კაბის კალთაზე ეცემოდა. არა ვიწყდებოდა გოგიას ის მზე მარინაზე.
საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, გოგიას დიდხანს აღარ უფიქრია. ძალიან მალე ჭამეს ბიჭებმა კარგი ქორწილი.
ცოლის ცემა მოგვიანებით დაიწყო გოგიამ. ერთ ღამეს ლოგინში იწვნენ და ისვენებდნენ სიყვარული სშემდეგ. გოგი ასიგარეტს ეწეოდა. ლაპარაკის ხასიათზე იყო მოსული. ლაპარაკობდნენ. მერე გოგიამ რაღაც ჭირად ჰკითხა,
— გოგო, გიყვარდა ვინმე? (იმას კი ნანობდა, ნეტა არ მეკითხაო. საერთოდაც,
ძალიან ლაპარაკის ხასიათზე არ უნდა მოხვიდე ქალთან, თორემ იმისთანას ათქმევინებ, მთელი ცხოვრება სანანებელი გექნებაო).
ქალი ჩუმად იყო. ამ სიჩუმემ დააშინა გოგია.
—ჰა?— ვითომ სხვათა შორის, მაგრამ დიდი გულის ფანცქალით გაუმეორა კითხვა. ქალი ისევ ჩუმად იყო. ახლა გოგიამ სხვა რაღაცეებზე დაუწყო ლაპარაკი, მაგრამ ისევ იმაზე კი ფიქრობდა.
მარინაც აჰყვა ლაპარაკში.
—მაშ, არავინ გიყვარდა? — ჰკითხა ისევ.
—მიყვარდა არა, ერთი! — უპასუხა ქალმა. გოგიამ მოისვენა. ახლა კიდევ სხვა ამბები მოყვა, მაგრამ ცოტა ხანში იმ გველმა, ეჭვი რომ ჰქვია, ისევ ამოჰყო თავი.
—პირველად რად არ მიპასუხე?
—რაზე? — კითხვა დაუბრუნა მარინამ.
—აი, რომ გკითხე, გიყვარდა თუ არა ვინმე-მეთქი.
—რა ვიცი.
—რა, რა ვიცი?!
—დამანებე თავი!— გაბრაზდა მარინა.
—ესეიგი, გიყვარდა! — უკვე ლოგინზე წამოჯდა გოგია.
—მე შენ გეკითხები რამეს იმ მანანაზე?
—ვითო მრატომ „იმ" მანანაზე? ის მანანა კი მიყვარდა, მაგრამ შენც ხომ მიყვარხარ? შენ და ისა,
სულ შენში მიყვარს! — წამოსცდა გოგიას.
—ჰოდა, მეც მიყვარდა! — გაბრაზდა ქალი. — შენ მაშინ მნახე, ოცდახუთის რომ ვიყავი. მაშ, როგორ ფიქრობ, მანამდე არავინ მეყვარებოდა?!
გოგია დაფიქრდა. „მართალიაო,"— თქვა. ისე, გული კი დაწყდა. კვლავ დაეშვა ლოგინზე, მაგრამ ახლა მეორემ შეაწუხა, ვაითუ უკოცნიაო. „ ვერა, ვერ ვკითხავ, სირცხვილია", — ფიქრობდა გოგია და წრიალებდა ლოგინში.
—ისა, — დაიწყო ჩუმად, მორიდებით. —ისა, გოგო, აი, გიკოცნია? — უფრო ჩუმად თქვა ბოლო სიტყვა, თითქოს არც უნდოდა, რომ მარინას გაეგო.
—ერთხელ მარტო, — უპასუხა მარინამ კარგა ხნის მერე, ისიც იმიტომ უთხრა, იცოდა, გოგია არ მოეშვებოდა. გოგიამ სიგარეტს მოუკიდა. წამოდგა, გაიარ-გამოიარა ოთახში.
—ვიცნობ? — ჰკითხა უცებ.
—რას გადამეკიდე, კაცო, ხომ არ გაგიჟდი ამ შუაღამისას?!
—ვიცნობ-მეთქი თუ არა!? — უკვე გაბრაზებულმა თქვა.
—რა ვიცი, იცნობ თუ არა.
—თქვენი სოფლიდან არის?
—ჩვენია.
ამ სიტყვამ სულ გააგიჟა გოგია. —„ჩვენიაო",— ძალიან შინაურულ ნათქვამად მოეჩვენა.
—ვინ არის?
—გაგიჟდი შენ?
—ვინ არის-მეთქი!?
—არც მყვარებია, მეგონა, რომ მიყვარდა, — გაიმართლა თავი მარინამ.
—ვინა რის?.
—ჯუმბერა.
—აბა, ჯუმბერა?
—გიორგისი.
—რომელი გიორგისი?
—ჯუმბერა, ზაფხულში რომ დაიჭირეს მებელის სპეკულიანტობაზე.
ჯუმბერა მარინასსოფელში ცხოვრობდა „აფო ჯუმბერას" ეძახდნენ (აფერისტის შემოკლებულს). ზოგიც, ლამაზ ჯუმბერას. ლამაზ ჯუმბერას ცოტა ეძახდა, იმიტომ, რომ ლამაზი რომ კაცს დაუძახონ, ცოტა უნდა უყვარდეთ, ჯუმბერა კი თითქმის არავის არ უყვარდა, ერთი- ორი გოგოს გარდა. არ უყვარდათ იმიტომ, რომ კაცი ვერაფერში ენდობოდა. ბევრს იტყუებოდა. ყველა გოგოზე იძახდა— „გავაფორმეო". თანაც, ამ გაფორმების ამბავს, რაღაც, ბოროტად ყვებოდა. თითქოს კი არ ეცხოვრა, გაეწამებინა და მოეკლა ქალი. იმ გაზაფხულის მერე კი, კოჭლი ვარდოას ნიკალა რომ დააჭერინა, მთელმა სოფელმა შეიძულა. ახალჯარმოხდილი, ციხეში გაუშვა. ნიკალამ კლუბის წინ ცემა და იმიტომ. გოგია კარგად იცნობდა ჯუმბერას და იცოდა, რა ვაჟკაციც ის იყო. მარინასაგან რომ გაიგო—„ჯუმბერაო", პირველად ესიამოვნა, —„ლაჩარიო", —გაიფიქრა, მაგრამ მერე იფიქრა, იმას, ვისაც ვაღმერთებ, რაღა ის ლაჩარი უნდა ყვარებოდაო. გაგიჟდა და ადგა, ჩაიცვა და სახლიდან წავიდა. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა. მთვრალი იყო.
დაიდო თავისი მარინა დაგემრიელად ჟეჟა. „ჯუმბერაო"?! თან შიგადაშიგ იძახდა. მეორე დილით ისე გაიპარა სახლიდან, ვერ გაიგო მარინამ. საღამოს თვალებში ვერუყურებდა. მერე ისევ შეაჩვია თავი, თან გადჰყვა, ძაღლივით უყურა თვალებში, ქალივით ემსახურა და ქალის ნატკენი გული ისევ მოალბო. მერე წავიდა და წავიდა ეგრე, როგორც წესი.
იცოდა მარინამ, რომ თვეში ერთხელ გოგიას აუცილებლად უნდა ეცემა. გოგია რომ ცემდა, მარინა ყვიროდა. ტკიოდა და იყვირებდა, აბა, რას იზამდა. ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები; —„ნეტავ, მოკვდესო", — გაიფიქრებდა, მაგრამ ამას მხოლოდ ცემის დროს ფიქრობდა;
იმიტომ, რომ ისიც იცოდა, ყოველი მისი ცემის შემდეგ გოგია, ბალიშზე დამხობილი, ჩუმად ტიროდა. რომ მერე, ერთითვე, გოგია ხელის გულზე ატარებდა; საერთოდაც, ძალიან კეთილი რომ იყო დაქვეყანას ერჩია თავისი, ჯუმბერას ნაკოცნი მარინა. ცხოვრობდნენ და იყვნენ ეგრე სიყვარულშიც და როგორც წესი, თვეში ერთხელ, ცემა-ტყეპაში.
იმ დილით გოგიამ ტაქსი ქაშვეთთან გააჩერა.
ეკლესიაში შევიდა, სანთელი იყიდა და წმიდა გიორგის ხატთან დაანთო.
—მაპატიე, შენი სახელის ჭირიმე! — თქვა ჩუმად, — ზედმეტი მომივიდა. შენს სახელს ვფიცავარ,
ხელს აღარ დავაკარებ, აღარა! მე მოვკვდე მაშინ!..
წინა ღამეს მართლა ზედმეტი მოუვიდა გოგიას დალევაც და მარინას ცემაც. ეკლესიიდან რომ გამოვიდა, ცოტა შეღავათი იგრძნო, საჭეს მიუჯდა და წავიდა.
„რა უცნაურია, კაცო, — ფიქრობდა გოგია, — ეგ დალოცვილი, თითქოს ბოლომდე არა მწამს, მაინც შვება მომცა. არსებობს, არ არსებობს, გაიგებ?"
—ღმერთო, მაპატიე! — დააყოლა ფიქრს და ახლა ის გაუკვირდა, თუ ბოლომდე არა მწამს,
რიღასი მეშინიაო.
„არავინ იცის, არავინ"! — ქალაქის მთავარ ქუჩაზე მიაქროლებდა მანქანას გოგია.
მთელი დღე იმუშავა. გარაჟში შესვლის წინ ბლომად კამფეტები უყიდა ბავშვებს.
მარინასათვის დილითვე ჰქონდა ნაყიდი წითელი, თხელი თავსაფარი. ქუჩის ნაპირას სამი ბიჭი შეამჩნია— მანქანას აჩერებდნენ. ისიც შეამჩნია, ნასვამები რომ იყვნენ. მაინცგაუჩერა, — „ბავშვები არიან, შარს რამეს არ გადაეყარონო". სამივე ჩაჯდა მანქანაში. ერთი წინ, ორი უკან.
მანქანა დაიძრა. წინ ვინც იჯდა, თექვსმეტი წლის იქნებოდა, ქერა ჰქონდა თმა, თვალები აქეთ-იქით სწრაფად გაურბოდა. დანარჩენი ორი, შედარებით მოზრდილები იყვნენ. გოგიამ ცოტა რომ იარა, მერე ჰკითხა—„საით წაგიყვანოთო"?
—ბიძაჩემო, ამ ღამეს კი გაწუხებთ, მაგრამ დიღომში გვინდა, რა?!— უთხრაერთ-ერთმა, ვინც უკანიჯდა.
„შორიაო", — გაიფიქრა გოგიამ, მაგრამ რაღას იზამდა.
—წავიდეთ! — თქვა და საბურთალოდან გადაუხვია. ხმას არ იღებდა არცერთი. არც გოგია ამბობდა რამეს. არ უყვარდა მგზავრებთან ლაპარაკი. დიღომში მისულები იყვნენ, —„საითო",— რომ ჰკითხა.
—წინ, ბიძაჩემო, სულ ბოლოში, — ისევ იმ ხმამ უპასუხა. გოგიაც ბოლომდე მივიდა.
—იქნებ, ბარემღა მცხეთაში ჩაგვიყვანო? —სთხოვა, წინ რომ ქერათმიანი პატარა იჯდა, იმან.
„მოსული ვარ, არ ვაწყენინებ", — გაიფიქრა გოგიამ და მცხეთის გზას გაუყვა.
მალემცხეთაშიშევიდნენ.
—მარჯვნივ, რა? — იგივე ხმა იყო. გოგიამ ჯვრისკენ გადაუხვია.—„აქეთ რომ სახლები არა რის?" —გაიფიქრა და ბასრი წვერიც იგრძნო უკნიდან კისერზე. მიხედვა სცადა. მაშინ წვერი კიდევ
უფრო მიაწვა კისერს, კიდევ უფრო გაიბასრა. მარჯვენა საფეთქელთან კი იარაღის ლულა დაინახა.
—პირდაპირ იარე, არ გამოიხედო! —უთხრა პატარამ და ქერათმიანმა. მერე, ძალიან მშვიდად ამოიღო დანა და გახსნა. გოგიამ თვალი მოჰკრა, ორი და ორმოცდაათკაპიკიანი იყო. მაღაზიებში
ეყარა; — გაახსენდა მისდაუნებურად გოგიას და გაუკვირდა, — რამ გამახსენა, რა დროს ამაზე ფიქრიაო.
—რამდენი გაქვს?— ჰკითხა ქერათმიანმა და ირონიულად გაუღიმა.
—არ ვიცი.— უპასუხა გოგიამ. პასუხი გასცა თუ არა, პატარამ სილა ტკიცა და დანის წვერი ხორხზე მიაჭირა. უკანა ორმა ხმამაღლა გაიცინა. გოგიამ დაიღმუვლა, საჭეს მარჯვენ ახელი გაუშვა და ხელუკუღმა ხეთქა პატარას. ხელის გარტყმა და უკნიდან იარაღის ტარის ჩარტყმა თავში, ერთი იყო.
—ისე გასაღდები, ვერავინ გაიგებს! — კომენტარი მოჰყვა თავში ჩარტყმას. ისევ გაეცინა სამივეს.
გოგიას, გახეთქილი თავიდან თბილი სისხლი კისერსა და ზურგში ჩასდიოდა.
—რამდენი გაქვს!? — გაუმეორა პატარამ კითხვა.
—თვითონ ნახე!— უთხრა ნაცნობმა ხმამ პატარას.
—გააჩერე! — უბრძანა მესამემ. გოგიამ გააჩერა.
—გადაჯექი!
პატარა გადახტა. მანქანას შემოურბინა. გოგიას მხარეს კარი გააღო. გოგია დაჯდა პატარას ადგილას, დანისა და იარაღის თანხლებით. პატარა საჭეს მიუჯდა. ჯერ გოგია გაჩხრიკა, მერე მანქანა.
—სამოცდაათია! — მოახსენა უფროსებს.
—გორისკენ დააწექი, პავლიკასთან! პატარა „დააწვა".
—კიდევ გექნება! — უთხრეს უკნიდან.
—რა? — უაზროდ იკითხა გოგიამ.
—გვაშაყირებს! — თქვა პატარამ და ახლა იმან გააწნა ხელუკუღმა. გოგიამ კიდევ ამოიგმინა დამუშტი ხეთქა ცხვირში ქერათმიანს.
საშინელი ტკივილი და ხმაური ჩაუდგა უცებმ თელ სხეულში.
—დაიცენტრე!? სად ისვრი?! — იყვირა ერთმა.
—გზიდან გადაიყვანე! — ბრძანა იმან, ვინც ისროლა. მანქანამ გზიდან გადაუხვია. გაჩერდა. სამივე გაიქცა.
გოგიას მარცხენა ბეჭი ძალიან სტკიოდა. მანქანისკარიგააღო. გზაზე გასვლა დააპირა,
მაგრამ რამდენი მენაბიჯი გადადგა და პირაღმა დაეცა. „ვარსკვლავებიც კი არ არის ცაზე", — გაიფიქრა გოგიამ დაგონება დაკარგა. მერე ისევ მოუვიდა, იმას თუ გონება ერქვა; იმიტომ,
რომ არც არაფერი სტკიოდა, არც ის ახსოვდა, სად იყო. „შენი სახელის ჭირიმე ღმერთო, მალე გაათენე"! — ფიქრობდა გოგია და კვდებოდა. —„მალე გაათენე, მარინა მელოდება! მალე! ჩემი მარინა, ღმერთო"!
ერთი თვის დასაფლავებული იყო გოგია. ბავშვებს ეძინათ. ღამე იყო. მარინა ტახტზე იჯდა, საზამთროდ წინდებს უქსოვდა შვილებს. ერთი თვე იყო გასული და გოგიას მოფერებას მოკლებული ქალი სურვილს დილიდან დაღამებამდე შრომაში და თავისივე სხეულში კლავდა.
ქსოვდა და უცებ, რაღაც ძალიან ძლიერმა დაუარა სხეულს, შიშივით ძლიერმა. წამოაყენა ფეხზე ამ ძალამ და ოთახის შუაგულამდე მიიყვანა. ნელა დაეშვა იატაკზე მარინა, მერე დაეგდო, ისე,
როგორც მაშინ, გოგია რომ სცემდა ხოლმე. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, არ ყვიროდა ოღონდ. მაგიდის ფეხს ორივე ხელით ეხვეოდა, სახეს უსვამდა და ჩურჩულებდა: —„მცემე, გოგია, შენი ჭირიმე, ბიჭო, მცემე"!..

კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-04-14)
ნანახია: 1197 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]