RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

ჯემალ თოფურიძე
ჯემალი სწორედ ის ვიღაც მებაღე იყო

ნინო გედენიძე

თბილისი პატარა ქალაქიაო ხშირად ვიმეორებთ და საოცარი სისწრაფით გავრცელებულ ტყუილმართალს ამით ვხსნით. Eამ ტყუილმართლიდან კი უმრავლესობა როგორი სისწრაფითაც ვრცელდება, ისევე მალე ეძლევა მივიწყებას.
სამი ათეული წლის წინ თბილისი კიდევ უფრო პატარა და მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ ამით არ აიხსნება მაშინდელი ტკივილის დღემდე გაუყუჩებლობა და არც მხოლოდ იმით ,რომ 29 წლის ასაკში ის უკვე შემდგარი მწერალი იყო, თუმცა ყველა მისი კრებული გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. ჩემი, ჩვენი ქალაქი მაშინ სიცოცხლის და ღიმილის ქალაქი იყო , ტრაგიკული შემთხვევა ნაცნობსაც და უცნობსაც ერთნაირად ზაფრავდა და სიკვდილს უმხედრებდა. Eეს ბოლო ოცი წელია სისხლიანი დრამების სიმრავლემ პროტესტის გრძნობა დაგვიჩლუნგა და შევეგუეთ იმას რაც ჩვენვე გვძარცვავს და ფერებს გვაპარავს. მაშინ კი ფერადი იყო თბილისი და შაოსანი დედებიც აქაიქ გაკრთებოდნენ . იმ თბილისის ნოსტალგია უმძაფრებდა `ჯემოს~ გარეშე ყოფნის ტკივილს ჯემალ თოფურიძის გასახსენებლად და მის კიდევ ერთ ახალ წიგნთან შესახვედრად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში 7 აპრილს შეკრებილთ. ეს ტკივილი ჰქონდა ყელში ბურთად და თვალებში ცრემლად მწერლის მეგობარს შიო ვასაძეს ` ჯემო ჩემი მეჯვარე იყო, შვილების ნათლია. საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში ვიყავით და ეს ჩემი ტკივილია. Dდა ეხლა ისე მტკივა, რომ ვერაფერს გიამბობთ . რაღაც პერიოდი მათთან ვცხოვრობდი. Mმარტოსულს რომ ეძახიან ნამდვილად ის იყო. Mმიუხედავად იმისა რომ ბევრი მეგობარი ჰყავდა და ყველა თავის საუკეთესო მეგობრად თვლიდა ჯემოს. ძალიან ძნელია. Aამ წუთში მე მაქვს რაღაც დიდი ტკივილის შეგრძნება. Mმე 29 წლის ასაკში ახლობელი კაცი დავკარგე, მაგრამ თუ მკითხავთ საქართველომ დაკარგა დიდი მწერალი~. თუმცა ეს სიტყვები ეჭვგარეშეა და დასტურს არ საჭიროებს მაინც დავიმოწმებ იმ მკითხველის მოსაზრებას , რომელმაც ბავშვობის ასაკში აღმოაჩინა მწერალი ჯემალ თოფურიძე და რომელიც საღამოზე მყოფთა იმ უმცირესობას წარმოადგენდა, ვინც სიცოცხლეში არ იცნობდა მას. Eეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე `ლიტერატურული საუბრების ~ და ხსოვნის საღამოების იდეის ავტორი ბატონი გიორგი კილაძე. ის იმდენად ღელავდა , რომ გასაუბრება მხოლოდ მეორე დღეს შევძელი: `12-13 წლის ვიყავი ~ გოგია~ რომ წავიკითხე. Fფინალი ყველაფერს გავიწყებს. D გახსოვს მონატრების , სიყვარულის და კიდევ რა ვიცი რისი ამოძახილი. Bბატონი ჯემალის ბევრისმომცველ მოთხრობებში ბევრი სიკვდილია . კვდება გოგია, კვდება მამა, ბებია, ნუციკო ემხვარი, ლექსოს ცოლიც კვდება და კვდება თემური და ვინც მოკვდა ფიზიკურად მოკვდა მხოლოდ.
მშვენიერი საღამო გამოვიდა . . ბუნებრივი. . და თბილი. . დარბოდა პატარა, რაღა პატარა, ჯემალ თოფურიძე ( მწერლის შვილიშვილი) ფოტოაპარატით ხელში და იღებდა მომღიმარ, გახარებულ, ატირებულ, სევდამოძალებულ ადამიანებს.
ვუყურებდი და ვუსმენდი ამ ადამიანებს დარწმუნებული ვიყავი, რომ `აღარ აცვია დედამიწას თეთრი და სისხლიანი პერანგი~. მართლა ბევრი აქვს ბატონ ჯემალს ათიანში მორტყმული მოთხრობა, რატომ ბევრი?! – ყველა ~. Uუკვე დახურული ჟურნალ `ათიანის~ ბოლო ნომერი საჩუქრად გადასცა ქალბატონ მანანა დუმბაძეს ჟურნალის რედაქტორმა და ამ ნომრის დამფინანსებელმა ბატონმა გია გორგოძემ . ნომერში კი ჯემალ თოფურიძის ` გამოუსწორებელია~ დაბეჭდილი. მოთხრობის მთავარი გმირის პროტოტიპი დარბაზში იჯდა და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ზეიმობდა მაშინ, როდესაც მალხაზ კობიაშვილი ენვერ ჯიჯავაძის ყოფნა-არყოფნის ამბავს იხსენებდა `Mმე ერთერთი პირველი წამკითხველი ვიყავი მისი მოთხრობებისა . ენვერ ჯიჯავაძესთან დაკავშირებით, მახსოვს, ვისხედით ივერიის კაფეში გია ფერაძე, ჯემო და მე და ვბჭობდით მოეკლა თუ არა ენვერი. გიამ სთხოვა ნუ მოკლავო. D მაშინ დაგვთანხმდა .სამი დღის შემდეგ გამოგვიცხადა მაინც მოვკალიო.
Mმადლობელი ვარ მანანასი რომ მე მომანდო მისი წიგნის რედაქტორობა. ძალიან რთულია მასზე ლაპარაკი- მიჭირს ძალიან.~
Mმწერლის მეუღლეს, ქალბატონ მანანას ყველა უხდიდა მადლობას ჯემალის გაცოცხლებისა და მსგავსი შეხვედრებისათვის, რომელთა მიშვნელობის ახსნითაც დაიწყო საუბარი ბატონმა ჯანსურ ჩარკვიანმა : `განსაკუთრებით გამეხარდა როდესაც დღეს ჯემალის გამო დამირეკეს. რა მიხარია ის მინდა გითხრათ . დღეს პატრონი თუ არ გამოუჩნდა მწერალს ისე გლახადაა საქმე. პატრონი მარტო ჭირისუფალი არ არის , ეს იმიტომ კი არა რომ ის ჯემალია , ახალგაზრდა წავიდა, ჩვენს დროს იბეჭდებოდა და ჩვენი თაობა მასპინძლობდა ამ შესანიშნავ კაცს, მარტო მაგიტომ არა; თუ ახალგაზრდა კაცმა ასეთი პიროვნებები არ იცის ცუდად არის ჩვენი საქმე. ახალგაზრდებმა გურამ რჩეულიშვილი რომ არ იციან ცუდად არის საქმე. ჯემალმა თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ ყოველთვის ვფიქრობდი ეს კაცი სამ დროში იცხოვრებდა. Eეხლა ვფიქრობ , რომ მოდის თაობა, ვინც ფასი არ იცის წარსულისა და არც ის იცის, რომ წარსული თუ არ გექნა არ გექნება აწმყო , აწმყო თუ არ გექნა მომავალი არ იქნება. ვიღაცამ შეიძლება ისიც მითხრას ილიამ რა თქვაო. რა თქვა და შეუძახა საწყალ საქართველოს, რომელსაც აწმყო არა ჰქონდა არ შეშინდე ` აწმყო თუ არა გწყალობს მომავალი შენიაო.~ სამ დროში თუ არ იცხოვრა მწერალმა , შემოქმედმა და საზოგადოდ ადამიანმა ისე არაფერი გამოვა.. დღევანდელ დღესაც ძალიან საინტერესოა მისი ნაწარმოებები. Mმიხარია, რომ დღეს ისევ აღორძინდა ჯემალ თოფურიძის გვარი და სახელი. Mმიდის ქვეყანა უწიგნურობისაკენ და მათ გამოფხიზლება სჭირდებათ. დღევანდელ დღეს სწორედ ამიტომ მივესალმები.
ღმერთმა ხელი მოუმართოს იმ ხალხს ვინც მწერლობის ფასი იცის ამ ქვეყანაში~. Mმწერლობისა და მწერლის დამფასებლებს შორის კი ორი ქალბატონი იყო, რომელთა საქმიანობაც დაუკავშირდა ჯემალ თოფურიძის სახელს: Jურნალისტი ნანა გოგიაშვილი და რეჟისორი ხათუნა ბედელაძე. Qქალბატონი ნანა ერთერთი პირველი იყო ვინც იმ ტრაგედიის შემდეგ ტელეგადაცემა `გახსენება~ მოამზადა და ვინც შვილის დაკარგვით გულჩათუთქულ დედას ათქმევინა ` შენ მე შვილი გამიცოცხლეო~. Qქალბატონმა ხათუნამ კი Eეროსი მანჯგალაძის ლიტერატურულ-დრამატულ თეატრში 2000 წელს დადგა ` დიოსკურია- ზღვაში ჩაძირული ქალაქია~ და ოცნებაც გამიმხილა მინდა თეატრში დავდგა `ტროლეიბუსიო~. სახლში დაბრუნებულმა კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს მოთხრობა და ერთ მონაკვეთს გთავაზობთ უკომენტაროდ
~- საქართველოს ისტორიას მოგიყვებით
- რა ღირს ბიჭო, ეგ შენი საქართველოს ისტორია?-ეკითხება ვიღაცა, აშკარად რაიონიდან ჩამოსული.
- ოცი კაპიკი
- ნამეტანი იაფი ხომ არაა ბიჭო?
-მანეთი მომეცი , თუ გინდა
- უყურე შენ! საქართველოს ისტორიას ყიდის აგი ლოთი, მე ვაძლევ , ესე იგი მანეთი ერთი . . .
- მანეთნახევარი!- ყვირის სამსახურიდან გათავისუფლებული და ისტერიულად იცინის.
- ორი მანეთი ერთი- აცხადებს ჩამოსული
- ხუთი მანეთ!- ყვირის ვიღაცა~
სანამ ამ მოთხრობის გაგრძელებას წაიკითხავთ, ისევ ეროვნული ბიბლიოთეკის
საკონფერენციოში დაგაბრუნებთ, სადაც საპატრიარქოს ტელევიზიის გადაღებული ფილმი აჩვენეს და ყველა დამსწრის თვალწინ რამდენიმე წუთში გაირბინა ჯემალ თოფურიძის ცხოვრებამ. Lლაშა თაბუკაშვილის ეკრანიდან ნათქვამი ფრაზა კი ყველა გამომსვლელმა აიტაცა : ` ის სწორედ მაშინ წავიდა, როდესაც ნახტომში იყოო~. ამ ფილმისათვის მადლობა ქეთი დუმბაძეს ეკუთვნის: `მე ვიყავი მე-9 კლასში როდესაც ჯემო გავიცანი და ჩემთვის გადაიქცა ყველაფრის ეტალონად. ეს იყო ერთერთი იმ ადამიანთაგანი ,რომლისგანაც დიდი სიყვარული მოდიოდა. Mმერე შემოვიდა როგორც მწერალი და გაჩნდა საოცარი მოწიწება, რიდი და პატივისცემა. ჯემოს მოთხრობები არასოდეს დაავიწყდება ადამიანს . მახსოვს ` გოგია~ რომ წაიკითხა, მამაჩემმა დაურეკა და უთხრა როგორც მწერალს შემშურდაო.~ ამ სატელეფონო ზარმა , რომელიც დილაუთენია გაისმა და დააფეთა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უზარმაზარი ბედნიერება მოუტანა `ჯემოს~. Nნოდარ დუმბაძემ უთხრა :
`ნეტავ მე დამეწერაო~ და როგორც მანანამ თქვა ამის შემდეგ სამი კვირა არ გამოფხიზლებულა. დუმბაძეებისათვის დამახასიათებელმა სიცილ-ტირილმა შესაბამისი გარემო შექმნა რასაც ყველა აღნიშნავდა და რისთვისაც კიდევ ერთი მადლობა გადაიხადა მწერალმა რეზო კლდიაშვილმა:
`Aარ ვიცი ეს თბილისი მომენატრა, არ ვიცი ჩემი ახალგაზრდობა მაგრამ შესანიშნავად ვგრძნობ თავს ამ თბილ გარემოში და ყველას ვათვალიერებ . კიდევ ერთხელ მადლობა მანანას. შენ აცოცხლებ ჯემალს!~. ილიკო ფერაძემ კი არაჩვეულებრივად ოპტიმისტური განწყობა შემოიტანა : `არც ისეა საქმე რომ ჯემალი არ ახსოვთ და არ კითხულობენო . ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში , სადაც მარკეტინგს ვკითხულობ , ბავშვებს უნდა გადაეღოთ ფილმი ქართველი მწერლის მოთხრობის მიხედვით Dდა მათ ყველასაგან დამოუკიდებლად შეარჩიეს ` გამოუსწორებელი~. მე ჩემი სტუდენტებით მხოლოდ ფილმის სარეკლამო კუთხით ჩავერთე მოგვიანებით. იქნებ ფილმს დიდი მხატვრული ღირებულება არც გააჩნდეს, მაგრამ მთავარია რომ ახალგაზრდები კითხულობენ და ავს და კარგს ერთმანეთისაგან არჩევენ. ჩემი ნოდარ თოფურიძეც ასეთია.M ის ჩემი მეგობარია, ჩემი ეკიპაჟის წევრი , იახტაზეა იუნგა. ხშირად მეშლება და ჯემოს ვეძახი. Nნამდვილად ღირსეული შვილია მისი მამისა~.
L`ლიტერატურული საუბრების~ 7 აპრილის ` გახსენება~ ამ საღამოების ადათწესისამებრ მასპინძელს უნდა დაესრულებინა და მანანა დუმბაძის სათქმელი ქეთი დუმბაძემ წაიკითხა: ` საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, ოღონდ ეზოს ბეტონიან ნაწილს კი არა , იმ პატარა გადარჩენილ მიწას, კედელსა და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე~( ჯემალ თოფურიძე) ჯემალი სწორედ ის ვიღაც მებაღე იყო, რომელიც ასფალტსა და კედელს შორის დაჟინებით რგავდა ცოტაოდენ მწვანეს.~

[size=14]

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-04-16)
ნანახია: 980 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]