RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 18
ნაჩვენებია მასალა: 11-18
გვერდები: « 1 2

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით

ამ დღიურის წარმოება, როგორც ვატყობ, და ფაქტიცაა, 1998 წლის 27 აპრილიდან დამიწყია. ეს არის პერიოდი (მარტი-ივლისი), როცა საერთაშორისო ფონდ "აირექსის” (IREX) სამეცნიერო გრანტით მისურის შტატის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სამთვიან საკვალიფიკაციო კურსს გავდიოდი საგაზეთო ბიზნესში. დღიურის წერა სავალდებული დავალება იყო, რომელიც შემდეგ უფრო ოფიციალური და ვრცელი ფორმით ინგლისურ ენაზე ჩავაბარე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას და "აირექსის” სათაო ოფისს საბოლოო ანგარიშის სახით. რაც შეეხება წინამდებარე ჩანაწერებს, ისინი ჩემთვის დავიტოვე, ყოველი შემთხვევისათვის, ეგებ რამეში გამომადგესმეთი. ეტყობა მაშინ, საყოველთაო არეულიბის დროს საქართველოში, სადღაც მიმეკარგა და ახლა სრულიად შემთხვევით, ჩემს კომპიუტერულ აქივში მასალების გადახალისება გადაწყობის დროს წავაწყდი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩანაწერები 12 განვლილი წლის შემდეგაც ერთობ პრაქტიკული და ინფორმატიული მომეჩვენა. მართალია, ის რაც ამერიკული პრესის სინამდვილიდან მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში ჩემს აღფრთოვანებას და გაკვირვებას იწვევდა, ახლა საქართველოშიც ასე თუ ისე დანერგილი და ფეხმოკიდებულია, თუმცა, ბევრი რამ კვლავაც სიახლედ, სასარგებლო მაგალითად და გასათვალისწინებელ ფაქტორად მიმაჩნია. ამ ჩანაწერებში არაა ასახული ჩემი ვიზიტი კალიფორნიის ცნობილ მედია ჰოლდინგში და საგაზეთო ქსელ "ბიზნეს ჯორნალში”, ასევე, კომპიუტერულ სასწაულში _ "სილიკონ ველიში” და სხვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩემი სტიპენდიის დრო იწურებოდა და წერა პირდაპირ ინგლისურად გავაგრძელე, ამ დღიურს კი აღარ მივბრუნებივარ.

ჰოდა, თუ ჩემი ამერიკული გაუშალაშინებელი დღიური ოდნავ მაინც დააინტერესებს მკითხველს, ხოლო პრესის მუშაკებს კი თითო-ოროლა საინტერესო იდეას მაინც მიაწვდის, ჩავთვალოთ, რომ ტყუილად არ დავმშრალვარ მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სლოლაში ("მისური ჯეი სქულ” _ ასე ეძახის მას მოფერებით ამერიკის მთელი მედია და ერთხმად აღიარებს ამერიკული ჟურნალისტიკის აკვნად) და ჩემთვის და ქართული საგაზეთო სივრცისთვის რაღაც სასარგებლი მაინც გამომიყოლებია იქიდან.

ჩემი სტატიები | ნანახია: 1052 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-16 | კომენტარი (1)

ჟურნალი "XX საუკუნე" პირადად მე იმ სათნოების სახლს მაგონებს, რომელიც ზღაპრული ქოხივით სწორედ მაშინ ამოიზარდა დამეწყრილი ნიადაგიდან, როცა ყველაფერ უბედურებასთან ერთად ჯერ სტიქიამ, და შემდეგ ადამიანთა ავბედითმა გულგრილობამ მიწასთან გაასწორა ჩვენი საუკუნოვანი ქვიტკირის კოშკები და სასახლეები.
ჩემი სტატიები | ნანახია: 3279 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ოთარ ჭილაძე: "პოეტის მიერ თარგმნილი ნაწარმოები უფრო მას ეკუთვნის, ვიდრე კანონიერ ავტორს” 

თუ "ჰიავათას სიმღერას” კიდევ უწერია ქართულად თარგმნა, და მომავალი მთარგმნელი ინგლისური ენის ცოდნის, ასევე, მთარგმნელობითი თეორიისა და პრაქტიკის ყველა საჭირო ინსტრუმენტის ოსტატურად გამოყენების უნარის გარდა მაღალი პოეტური ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული, მაშინ შეიძლება ნამდვილად მივიღოთ ოთარ ჭილაძის თარგმანის დონის არა ორიგინალური ქართული ქმნილება, არამედ ლონგფელოუს "ინდიელების ედას” კლასიკური ქართული ორეული. ასეთი მაგალითები ქართულ მთარგმნელობით ისტორიაში მრავლად არა, მაგრამ თითო-ოროლა მაინც მოგვეპოვება.

ჩემი სტატიები | ნანახია: 2388 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში შევეცდებით გიამბოთ მანანა დუმბაძისა და ქართული კინემატოგრაფის “შეუმდგარი” სიყვარულის ამბავი.
ჩემი სტატიები | ნანახია: 1248 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (1)

ანოტაცია: მოცემული ნაშრომი ეძღვნება ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებთა სათაურების ქართული თარგმანის ანალიზს. ნაშრომში მრავალი ასპექტითაა განხილული ჰემინგუეის ზოგიერთი რომანისა და მოთხრობის სათაურის ქართულად თარგმნის ყველაზე საინტერესო ნიმუშები, რომელიც ხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მთარგმნელის მიერ იქნა შესრულებული. ნაშრომში, ასევე, ახსნილია ამ თარგმანთა მიმართება დედანთან და დასაბუთებულია იმ ვარიანტთა უპირატესობა, რომელიც ნაშრომის ავტორს უფრო სწორად და მართებულად მიაჩნია. 


ჩემი სტატიები | ნანახია: 5164 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-10 | კომენტარი (0)

1-10 11-18