RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

2004 წლის ნობელის პრემიას “განდეგილ” ავსტრიელ მწერალ ქალს ანიჭებენ.
ელფრიდე იელინეკი თავისი განდეგილობით ცნობილი ავსტრიელი ნოველისტი და დრამატურგია. მან გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მსოფლიოში სახელი ქალთა უფლებებისათვის, ძალადობისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინებების წინააღმდეგ შექმნილი ნაწარმოებებით მოიხვეჭა. წელს ელფრიდე იელინეკს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში ( წლევანდელი პრემა 1.1 მილიონი ევროს, ანუ 1.35 მილიონი დოლარის ტოლია).

ვიდრე ნომინანტების ბედი წყდებოდა, კულუარებში ჩურჩულებდნენ იმის თაობაზე, რომ წლევანდელ “ნობელს” ქალი დაეპატრონებოდა, მაგრამ სავარაუდო კანდიდატებს შორის ელფრიდე იელინეკს არ მოიხსენიებდნენ. დღეს იგი პირველი ქალი ნობელიანტია ტონი მორისონის შემდეგ (1996) და მეათე _ ნობელის პრემიის დარსების დღიდან (1901). უფრო თუ დავწვრილმანდებით, გასული ათი წლის განმავლობაში იგი მეშვიდე ევროპელი მწერალი ლაურეატია.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნობელის პრემიის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ლაურეატის მსგავსად, იელინეკმაც თავისი შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობა საკუთარი პოლიტიკური მრწამსის გამოხატვას დაახარჯა.

“ნობელის პრემია დიდი პატივია, თუმცა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის” – უთხრა ელფრიდე იელინეკმა შვედეთის რადიოს ტელეფონით, საკუთარი სახლიდან ვენაში. იქვე დასძინა, რომ ძალზე ავადაა და ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალს სტოკჰოლმში ვერ დაესწრება. როიტერს კი ეს განცხადება ასე აუხსნა: “მე ამას სულიერად ვერ გადავიტან, საშინელი სოციოფობია მჭირს და ბევრ ხალხს ერთად ვერ ვუძლებო”.

მიუხედავად გარიყულობისა, პოლიტიკური მოღვაწეობის, კერძოდ, ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან აქტიური ოპოზოციის გამო, იელინეკს თითქმის საზოგადო მოღვაწედ რაცხენ. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ადამიანის მიუსაფრობისა და განწირულობის გამო პესიმიზმითაა გაჟღენთილი. მან თავად აკრძალა მისი ნაწარმოებების სცენაზე დადგმა, რა დღესაც ავსტრიის მთავრობაში თავისუფლების პარტია მოვიდა. თავად კი ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრია.

გერმანულ სამყაროს გარეთ იელინეკს ნაკლებად იცნობდნენ, თუმცა ზოგიერთი მისი წიგნი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ და შვედურ ენებზე. ელფრიდა ჯელინეკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია “ფორტეპიანოს მასწავლებელი”, “შესანიშნავი, შესანიშნავი დრო!”, “ჟინი” და “ქალები – საყვარლები”.

ელფრიდე იელინეკი არაერთ ნაწარმოებში ადანაშაულებს ავსტრიას იმის გამო, რომ მან თავისი ნაცისტური წარსული საქვეყნოდ არ დაგმო. წიგნში ”სიკვდილის შევილები” (1975) თავის სამშობლოს იგი “სიკვდილის სამეფოს” უწოდებს.

იელინეკის შემოქმედებითი მეთოდი ძალზე მრავალპლანიანი და ექპერიმენტულია. ექსერიმენტებს იელინეკი ლიტერატურის ყველა ჯანრში მიმართავს. ფორმათა ორიგინალობისა და ექპერიმენტულობის გამო მისი რომანები და პიესები ყვეაზე ძნელად სათარგმნ ნაწარმოებებადაა აღიარებული. მისი მხატვრული ფორმები მუდამ ცვადებადია, ხმები ზეპოლიფონიური და როგორც შვედეთის აკადემია მიიჩნევს, რომ “ამ ხერხს იელინეკი მიმართავს იმის საილუსტრაციოდა თუ როგორ აღწევენ გასართობი ინდუსტრიის კლიშეები ადამიანის ცნობიერებაში და ჩანასახშივე უჩლუნგებენ სოციალური თუ სქესობრივი უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრების სურვილსაც კი”.

ელფრიდე იელინეკს გერმანიეში ორგზის მიანიჭეს ჰეინრიჰ ბიოლის პრემია _ 1986 და 2002 წლებში.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-16)
ნანახია: 902 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]