RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების დეკლარაცია
ჟურნალისტს, რომელსაც თავი ამ საქმის პროფესიონალად მიაჩნია, ისიც უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მისთვის მხოლოდ პირადი და თუნდაც მის ქვეყანაში მიღებული საერთო ეთიკური ნორმების ერთგულება საკმარისი არ არის. იგი საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს უნდა ემორჩილებოდეს. 1954 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო კონგრესმა მიიღო ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების დეკლარაცია, რომელშიც 1986 წელს რამდენიმე ცვლილება და დამატება იქნა შეტანილი. ეს საერთაშორისო დეკლარაცია ჟურნალისტთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ყველა პროფესიონალი ჟურნალისტისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტად იქნა აღიარებული და შემდეგი ნორმების დაცვას მოითხოვს:

• ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა მოვალეა, პატივი სცეს სიმართლეს და ადამიანის უფლებას _ გაიგოს სიმართლე.
• თავისი მოვალეობებიდან გამომდინარე, სამართლიანი ინფორმაციისა და ახალი ამბების შეგროვების, ასევე სამართლიანი კომენტარისა და კრიტიკის დროს, ჟურნალისტი თავისუფლების პრინციპებს უნდა იცავდეს.
• ჟურნალისტი მხოლოდ იმ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს, რომლის წყაროც გააჩნია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს, უგულებელყოს მთავარი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები.
• ჟურნალისტმა ინფორმაციის, ფოტოების და დოკუმენტების მოსაპოვებლად მხოლოდ დასაშვები (სამართლიანი) მეთოდები უნდა გამოიყენოს.
• ჟურნალისტი მოვალეა თავის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაშვებული ნებისმიერი უხეში შეცდომა გაასწოროს.
• კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციის მიმართ ჟურნალისტი წყაროს დაუსახელობის პროფესიულ უფლებას უნდა იცავდეს.
• ჟურნალისტი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს იმას, რომ მედია დისკრიმინაციის საშუალებად არ გამოიყენონ და იმთავითვე წინ უნდა აღუდგეს რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, სქესობრივი, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, სექსუალური ორიენტაციის, ნაციონალობისა და სოციალური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას.
• პროფესიონალი ჟურნალისტისთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს პლაგიატობა, წყაროს შეგნებულად არასწორი ციტირება, ლანძღვა-გინება, იარლიყების მიკერება, ბილწსიტყვაობა, დაუსაბუთებელი ბრალდება, ნებისმიერი ფორმით ქრთამის აღება პუბლიკაციის გამოქვეყნების ან ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
• საკუთარი ავტორიტეტის პატივისმცემელი ჟურნალისტი ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების შესრულებას ვალდებულებად უნდა მიიჩნევდეს. ნებისმიერი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ჟურნალისტმა მხოლოდ მისი კოლეგების პროფესიული უფლებამოსილება უნდა აღიაროს და არ დაუშვას მასზე მთავრობების ან სხვათა ზემოქმედება.

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-23)
ნანახია: 996 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]