RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 15
ნაჩვენებია მასალა: 11-15
გვერდები: « 1 2

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
ჯემალ თოფურიძეს ბედმა შემოქმედებითი დაღვინება არ აცალა, თუმცა, აღიარება და პოპულარობა მას პირველივე მოთხრობებმა მოუხვეჭეს. ჯემალი იყო უჩვეულოდ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი, მას არასოდეს გაუცხადებია ხმამაღლა, როგორ უყვარდა და ტკიოდა თავისი სამშობლო. ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ამოიკითხეს ოჯახის წევრებმა მისი გაცრეცილი უბის წიგნაკიდან: “საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, ოღონდ ეზოს ბეტონიან ნაწილს კი არა, იმ პატარა გადარჩენილ მიწას, კედელსა და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე...”

2008 წლის, 31 დეკემბერს ჯემალ თოფურიძეს 60 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა 1978 წლის ის საბედისწერო 22 აპრილის წვიმიანი ღამე, როცა მეგობრის დაბადების დღეზე მიმავალს მანქანა დაეჯახა.

გარდაცვალებამდე სულ ათიოდე პატარა მოთხრობა და ესსე ჰქონდა გამოქვეყნებული ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა იმ პირველივე მოთხრობებით, სიცოცხლეშივე შეძლო საკუთარი, განსაკუთრებული ხელწერის შექმნა და ერთი გამორჩეული ადგილის დამკვიდრება 70-იანი წლების ქართული მწერლობაში.

რამდენიმე მოთხრობა საწერ მაგიდაზე დარჩა დაუმთავრებელი, ერთი-ორი _ უჯრაში ჩაკეტილი და გადამალული. ჯემალის პირველი წიგნი 1979 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები და “ცისკარში” დასაბეჭდად მიტანილი მოთხრობა “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” შევიდა. მალე ეს წიგნი რუსულ ენაზეც გამოვიდა. იმავე წელს, “დიოსკურიას” მწერალთა კავშირის წლის საუკეთესო მოთხრობის პრემია მიენიჭა.

1994 წელს გამომცემლობა “საქართველომ” ჯემალ თოფურიძის მოთხრობების მეორე კრებული გამოსცა. 2003 წელს კი, გამომცემლობა “მერანმა” გამოუშვა ჯემალ თოფურიძის ნაწარმოებთა სრული კრებული “გამოუსწორებელი”, რომელშიც ძველ 11 მოთხრობასთან ერთად 8 გამოუქვეყნებელი მოთხრობაც შევიდა.

ბოლო, 2008 წლის გამოცემა, ეგრეთ წოდებული “ჯიბის წიგნი”, არის ჯემალ თოფურიძის მეუღლის, მანანა დუმბაძის საჩუქარი გარდაცვლილი ახალგაზრდა მწერლის მკითხველისათვის და მათთვის, ვისაც ჯემალ თოფურიძის შემოქმედებით სიამოვნება ჯერ კიდევ წინა აქვს.

წიგნები | ნანახია: 679 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

წიგნები | ნანახია: 1123 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

Jemal Topuridze
 
 
Translation by Carl Linich, 2003
წიგნები | ნანახია: 1080 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-31 | კომენტარი (0)

ვუძღვნი სეზერ დურუს

პატარა თიხის ფიალა პირამდე სავსეა ზღვის კენჭებით: უბრალო, პატარა ქვებია, ღია, გაცრეცილი რუხი ფერის. ასეთ კენჭებს, როგორც წესი, არ აგროვებენ. არც ლამაზია და არც ფერადი. ფიალა სასტუმრო ოთახის ფანჯრის რაფაზეა შემოდებული ისე, რომ სტუმარს შეუმჩნეველი ვერ დარჩება. რამდენჯერმე ჩავუარე გვერდი, ბოლოს ხელში ავიღე და ისე ჩავაშტერდი რუხ გაცრეცილ ქვებს, თითქოს ამის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მენახა.

ფიალას ფსკერი თბილი აქვს. მუჭით ვიღებ ქვებს და ლოყაზე ვიდებ. აივნიდან ულურჯესი ხმელთაშუა ზღვის სარკესავით გლუვი ზედაპირი მითიური ლიკეის გორაკებს ირეკლავს. დღეს ეს თურქეთია, საკურორტო ქალაქი ქაში ხმელთაშუა ზღვის ერთი პატარა ყურე. ტურისტული სეზონი უკანასკნელ დღეებს ითვლის. ირგვლივ სამოთხისეული სიმშვიდეა. შიგადაშიგ, მეზობელი სასტუმროდან ისმის როგორ ავარჯიშებს მდიდარ ხანდაზმულ ევროპელ ქალბატონებს აქვა-აერობიკაში ახალგაზრდა, შოკოლადისფერი თურქი ინსტრუქტორი და დამტვრეული ინგლისურით, მაგრამ ურყევი შემართებით ცდილობს მათ ხავერდოვან, მონოტონურ ცხოვრების წესში ერთგვარი არითმიის შეპარებას. 

მე იქვე აივანზე ვარ წამოგორებული, შეზლონგში და თურქი ინსტრუქტორის საპირისპიროდ, ნირვანაში გადასახლებას ვცდილობ. გულზე ის კენჭებით სავსე თიხის ფიალა მადევს, თვალებზე ± ორი მოზრდილი ბრტყელი ქვა. რა თბილია! ღმერთო, რა თბილია! სად მოაგროვა ნეტავ ეს ქვები ამ კლდოვან, სიპ ნაპირზე, წამლად ერთ კენჭსაც რომ ვერ წააწყდები?
ლიკეის მიწაზე ადამიანმა ფეხი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში დადგა. ლიკეის მკვიდრთა ენა ინდოევროპული ენების ჯგუფის ანატოლიურ შტოს განეკუთვნებოდა. მისი მონათესავე ენა იყო ლუვიანური, რომელზეც ანატოლიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ და მეორე ათასწლეულში საუბრობდნენ. შესაძლოა, ლუვიალური ენა ლიკეურის პირდაპირი წინაპარი ყოფილიყო. ლიკეის რეგიონს, თურქთა შემოსევამდე ბერძენი კოლონიზატორები მართავდნენ. ბერძენთა უკანასკნელმა ტომებმა რეგიონი მე-20 საუკინის დასაწყისში, საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ დატოვეს.
ძველი ლიკეა სამხრეთ-დასავლეთი თურქეთის სანაპიროზე მდებარე მთიან და ტყის მასივებით მდიდარ თეკეს ნახევარკუნძულზეა განფენილი. მას დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით კარია ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით ± პამფილია, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით - პისიდია. ანტიკური ლიკეის მთავარი ქალაქები ქსანქსოსი, პატარა, მირა, თლოსი და ოლიმპოსი გახლდათ.
ქაშიც ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რამდენიმე წლის წინ მას თურქეთის რუკაზე ვერც კი იპოვნიდით, ახლა იგი ერთ-ერთი განვითარებული და პოპულარული საკურორტო ზონაა. ქაში ნახევარკუნძულზე მდებარეობს და რეგიონის მთვარი ტრასიდან საერთოდ არ მოჩანს. სწორედ ეს იზიდავს დღეს ყველაზე მეტად საზოგადო დაძაბულობითა და გლობალური ენერგეტიკით გადაქანცულ დასავლურ სამყაროს.
მიუხედავად იმისა, რომ ქაშში ახლა სამშენებლო ბუმია, იგი ჯერ კიდევ ინახავს თითო-ოროლა ხელთუქმნელ, საიდუმლო ™უსაფრთხოების კუნძულს∫. იგი არსაიდან ჩანს, და რადგან ასეა მოფარებული თვალსაწიერს, სამოთხის ილუზიას ქმნის. და მე, ვითარცა ანტიკური ლიკეის სრულუფლებიანი მემკვიდრე, სრულიად ვერწყმი ამ საოცრებას, მზად ვარ ბოლომდე ჩავყვინთო მილიონი წლის ნისლით დაბურულ ოკეანეში.

წიგნები | ნანახია: 857 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-25 | კომენტარი (0)

The essay is dedicated to Sezer Duru
წიგნები | ნანახია: 804 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-01-24 | კომენტარი (1)

1-10 11-15