RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 15
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
მანანა დუმბაძე
ქაბული, აგვისტო 2011       
წიგნები | ნანახია: 862 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2012-10-29 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე

წინათქმა

 "ირი” ჯემალ თოფურიძის კიდევ ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობაა. მის არქივში ამ მოთხრობის მხოლოდ "შავი”, მაგრამ ავტორის მიერ სულგადულ ჩასწორებული ვარიანტი არსებობს. 

როგორც ვიცი, ჯემალი "ირის” "ნობათში” დაბეჭდვას აპირებდა, მაგრამ, მერე გადაიფიქრა, მოთხრობას პირველივე გვერდზე, სათაურთან, წააწერა _ "უნდა გავაქართულო” _ და უჯრაში ჩაკეტა. ამით დასრულდა "ირის” ბედი. ჯემალი მას აღარასოდეს მიბრუნებია, მაგრამ არც დაუხევია და გადაუგდია, ისე, როგორც სხვა ხელნაწერებს უშვებოდა ხოლმე. "ირისთან” განშორების შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ "ცისკარში” ჯემალის პირველი მოთხრობა "ნუციკო ემხვარი” დაიბეჭდა. იგი განწყობით საოცრად გავდა "ირის”, მაგრამ მისგან განსხვავებით წმინდა ქართული სიყვარულის ამბავი იყო. 

სამოცი-სამოცდაათიანი წლების თაობის "ჯემოსნაირი” ბიჭებისთვის, სკოლასა თუ საზოგადოებაში ორგანიზებულად და საოცრად "დახვეწილი აგრესიულობით” თავმოხვეული კომკავშირული რომანტიკა
 სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი, ზოგი ნებით და ზოგიც, უნებლიეთ, მდინარის გაღმა ნაპირზე გარიყულები აღმოჩნდნენ. ვინაიდან, არცერთი მათგანისთვის სულერთი არ იყო სულიერი თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობა, თვითდამკვიდრებისთვისა და სამართლიანობის საძიებლად არა პარტიული იერარქიის კიბეს, არამედ სულ სხვა _ ვიწრო, კლდოვან და ზიგზაგოვან ბილიკებს შეუყვნენ. მე მათ, "შეუმდგარი დონკიხოტების” თაობას ვეძახდი, რომელიც სად არ აგროვებდა სიმართლის ნამსხვრევებს: უახლოეს ისტორიის _ თეთრგვარდიელი ოფიცრების სულისშემძვრელ ნოსტალგიასა და ტრაგიზმში, რეალურად არსებულ და საკმაოდ მიმზიდველ თანამედროვე ქურდულ რომანტაკში, იატაკქვეშა ბოჰემურ ლიტერატურულ "სალონებში”, ქუჩის "წუმპეში”, ყველგან, და არა იქ, საითკენაც მიუთითებდნენ _ "კომსომოლაში” (თუმცა, ფორმალურად ყველა ყოფილი პიონერი და კომკავშირელი იყო). სიმღერებსაც სხვანაირს მღეროდნენ: "Быстро быстро до нелзя , дни бегут как часы... и один я в вагоне передумаю вновь, за кордоном Россия за кордоном любовь... " 

 ეს "ბატონები” რეპრესიაგადატანილ ოჯახებში გაზრდილმა თითქმის ყველა ბიჭმა მოიხადა, ზოგს სახადი გაურთულდა, ზოგს მსუბუქი, გვერდითი მოვლენები დარჩა, ზოგიც მთლად განიკურნა და სრულიად ჯანმრთელი ჩაება ცხოვრების საერთო ფერხულში!!! 

ჯემალმს ეს მდგომარეობა ისე მიესადაგა, რომ მასთან განშორება თავად არ ისურვა. ვისაც მისი ნამღერი «Быстро, быстро до нелзя » ახსოვს, და ახლა, "ირისაც” კითხულობს, ალბათ დამეთანხმება, რომ მთელი მისი ცხოვრება ემიგრაციიდან დაფლეთილი მუნდირით, მაგრამ შეუბღალავი ღირსებით დაბრუნებულ იმ ოფიცრის ცხოვრებას გავდა, რომელსაც "ის” სამშობლო და სიყვარული ისე ენატრებოდა, რომ "აქ” დაბერებას ვეღარ დაელოდა.

მანანა დუმბაძე

წიგნები | ნანახია: 806 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-22 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1339 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-15 | კომენტარი (1)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1193 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-14 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 931 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-13 | კომენტარი (0)

ჯემალ თოფურიძე
წიგნები | ნანახია: 1018 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-04-09 | კომენტარი (1)

 
 
წიგნები | ნანახია: 947 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (1)

წიგნები | ნანახია: 1070 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-15 | კომენტარი (0)

"ერთხელ ქუთაისის მილიციაში” ჯემალ თოფურიძის ერთ-ერთი პირველი მოთხრობათაგანია. ვინაიდან ეს მოთხრობა ნამდვილ ამბავს ასასხავდა და მისი პერსონაჟები კონკრეტული პირები იყვნენ, ჯემალი მის დაბეჭდვას ერიდებოდა. ამას გარდა, დარწმუნებული იყო, რომ მოთხრობას ასეთი სახით მაინც არ დაუბეჭდავდნენ. ამბობდა, ათი წლის მერე, თუ ამ ამბავმა აქტუალობა არ დაკარგა, ვიფიქრებ მის გამოქვეყნებაზეო. 

ათი წელიც გავიდა ჯემალის გარდაცვალებიდან და ოცდაექვსიც. არცერთ წიგნში ეს მოთხრობა არ შემიტანია. ახალ გამოცემაზე მუშაობისას, კვლავ გადავიკითხე და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა იგი ბევრად უფრო მძაფრი და აქტუალური მომეჩვენა, ვიდრე მაშინ, როცა დაიწერა. ამბავი, რომელიც მოთხრობაშია აღწერილი, დღეს იმდენად ტიპურია, რომ დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ პროტოტიპებს პერსონაჟებთან თავის გაიგივება აღარ მოუწევთ, რადგან როგორც მაშინ, საქართველო დღესაც ერთი დიდი მილიციაა მთელი თავისი "სიკეთეებით”. არც თხრობის სტილია მოძველებული, იგი სრულად გამოსახავს იმ უსაზღვრო ცინიზმს, აღვირახსნილობას და ძალადობას, რომელიც მოთხრობაშია აღწერილი.

განა რა არის 26 წელი მწერლობის ისტორიისთვის? არც არაფერი. მაგრამ, 26 წლის წინ დღემდე საქართველომ ხომ მართლაც ეპოქალური ძვრები გადაიტანა, და თუ გარდასული წლებში ნაამბობი ამბავი ვინმეს ერთ ნერვს მაინც შეუტოკებს, ეს მწერლის სიკვდილზე ღირსეული გამარჯვებაა. სამწუხარო არის ის, რომ ჭაობიდან თავის დაღწევის ის პატარა იმედი, რომელიც მწერალმა მოთხრობის ფინალში დალეული სანელივით დაგვიტოვა, იმედად დარჩა და დიდი სინათლე ვერც ამ ახალ ათასწლეულში ნახა. ისევ ბჟუტავს სანთელი პატიოსანი, კეთილი ადამიანების სარკმელში და მის გარეთ რა ხდება, მარტო ეშმაკმა უწყის.

 ჯემალს ბედმა შემოქმედებითი დაღვინება არ აცალა, თუმცა პოპულარობა მას პირველივე მოთხრობებმა მოუხვეჭეს. იგი უჩვეულოდ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი იყო, არასოდეს გაუცხადებია ხმამაღლა, როგორ უყვარდა და ტკიოდა თავისი სამშობლო. ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ამოვიკითხე მისი გაცრეცილი უბის წიგნაკიდან: "საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, ოღონდ ეზოს ბეტონიან ნაწილს კი არა, იმ პატარა გადარჩენილ მიწას, კედელსა და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე...” ჯემალი სწორედ ის ვიღაც მებაღე იყო, რომელიც ასფალტსა და კედელს შორის დაჟინებით რგავდა ცოტაოდენ მწვანეს”. 

 მანანა დუმბაძე


წიგნები | ნანახია: 941 | დაამატა: მანანა | თარიღი: 2011-03-07 | კომენტარი (0)

1-10 11-15